10
ივლ
2012

Facebook- ის APP-ცენტრი მსოფლიოს “დასაპყრობად” ემზადება

10 ივლ 2012

მალე ყველა Facebook აპლიკაცია ერთ ადგილას – Facebook-ის APP-ცენტრში მოიყრის თავს, რომლის ინტერფეისი ძალიან წააგავს აიტუნის app-მაღაზიის ინტერფეისს.

APP-ცენტრი Facebook-ის მომხმარებლებისათვის ამერიკაში ივნისის, ხოლო ინგლისში ივლისის დასაწყისში გახდა ხელმისაწვდომი. როგორც Facebook-ის წარმომადგენლები გვატყობინებენ, ის მალე მთელს მსოფლიოს მოიცავს.

APP-ცენტრის შექმნის მთავარი მიზანი Facebook-ზე სპამის შემცირება და შემოსავლის გაზრდა გახდა; თუ აქამდე აპლიკაციის შექმნა და გავრცელება ყველა მსურველს შეეძლო, ახლა ეს პროცესი კონტროლირებადი ხდება. აპლიკაცია იუზერებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მისი გადამოწმების შემდეგ გახდება.

ამასთანავე, ფეისბუკი APP-დეველოპერებს პირეველად აძლევს საშუალებას ფასიანი გახადონ მათი პროდუქტი, რომლის შეძენაც მომხმარებეს Facebook-ი კრედიტის საშუალებით შეეძლებათ. გაყიდვის შემთხვევაში Facebook-ი ღირებულების 30% იტოვებს.

ასე რომ, თუ თქვენ კრეატიული ხათ, იაქტიურეთ, იქნებ Facebook -ის საშუალებით სერიოზული კაპიტალის დაგროვებაც კი შეძლოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მაკა ყუფარაძე

 

განხილვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.