4
Feb
2019

Facebook 15 წლის გახდა

4 Feb 2019

„იქნება, თუ არა ეს მორიგი დიდი რამ?“ – ეს იყო კითხვა, რომელიც მარკ ზაკერბერგს, ერთ-ერთი ტელე-შოუს წამყვანმა დაუსვა, 2004 წელს. „როცა დავიწყეთ, 400, 500 ადამიანის იმედი გვქონდა. ახლა ჩვენ 100 000 ვართ. ასე რომ, ვინ იცის საით წავალთ. იქნებ, შეგვიძლია რაღაც მაგარი შევქმნათ“, – ასე უპასუხა Facebook-ის 19 წლის შემქმნელმა ჟურნალისტის კითხვას. Facebook 2004 წლის 4 თებერვალს შეიქმნა. აღნიშნული ინტერვიუს დროს კი სოციალური ქსელი რამდენიმეთვიანი ფუნქციონირების ისტორიას ითვლიდა.

mBank QR
mBank QR

 

მას შემდეგ 15 წელი გავიდა, Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი კი დღეს ლამის მსოფლიოს მესამედია – 2.32 მილიარდი ადამიანი. Facebook-მა მიიერთა ისეთი ქსელები, როგორიცაა Instagram და WhatsApp და იქცა პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიად. მისი შემქმნელი – მარკ ზაკერბერგი კი ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია მსოფლიოში.

ფეისბუკი არ ყოფილა პირველი სოციალური ქსელი, თუმცა, წინამორბედებისგან განსხვავებით (მაგ: Myspace), მან შეძლო განვითარების შენარჩუნება იმით, რომ მომხმარებელს აძლევდა შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო სოციალური ქსელის განვითარებასა თუ ჩამოყალიბებაში. მაგალითად, Facebook Chat მისი მომხმარებლების მოთხოვნის შედეგად გაჩნდა. მეორე მხრივ კი, ისეთი აპლიკაციების წარმატება, როგორიც არის Farmville სიურპრიზი იყო ფეისბუკის გუნდისთვის.

ჰარვარდის სტუდენტებისთვის გათვლილი მცირე სოციალური ქსელიდან გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტობამდე ფეისბუკი 15 წლიან ისტორიას ითვლის. პროგრესმა, რომელიც კომპანიამ ფუნქციონირების ამ მცირე დროში აჩვენა, მისი შემქმნელებისა და მთელი მსოფლიოს მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა, დღეს Facebook-ისგან უფრო მეტ განვითარებასა და მომხმარებელთა უფრო დიდ რაოდენობას ველით და ალბათ, ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ეს შეაჩეროს, თავად ინტერნეტის გაქრობაა.

განხილვა