17
Jul
2019

Facebook გაითიშა [17.07.19]

17 Jul 2019

Alta
Alta


3 ივლისის შემდეგ, Facebook დღესაც შეფერხებით მუშაობს. თუ, დაახლოებით, 2 კვირის წინ შეფერხება სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების გახსნას უკავშირდებოდა, დღეისათვის, ინტერნეტმისამართ Facebook.com-ზე შესვლაც კი პრობლემაა. შეფერხებით მუშაობს ფეისბუკის მფლობელობაში არსებული ორი გლობალური სოციალური ქსელიც – Instagram და WhatsApp. აღსანიშნავია, რომ Down Detector-ის ცნობით, სოციალური ქსელის მუშაობის პრობლემა ევროპის კონტინენტზე, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე ფიქსირდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შევძლებთ სოციალური ქსელით სარგებლობას.

განხილვა