in

Facebook-ის საცდელ ვერსიაში მომხმარებლები ერთდროულად 5 პროფილს შექმნიან

veon
veon

Facebook-მა გადაწყვიტა, საცდელი პროგრამების ფარგლებში, ზოგიერთ მომხმარებელს 5 პროფილის ქონის შესაძლობა მისცეს. როგორც აღნიშნავენ, ინიციატივა მზარდი კონკურენციის ფონმა გამოიწვია… კომპანია ცდილობს, მომხმარებლები ალტერნატიული გზებით შეინარჩუნოს.

მარტივად რომ ავხსნათ, დამატებითი 4 პროფილი თავდაპირველზე იქნება მიბმული, ანუ  ისევ ერთი ანგარიში ექნებათ, მაგრამ პროფილბს შორის გადართვას შეძლებენ. ამ ექაუნთებს მომხმარებლები სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ — ერთი მეგობრებისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე თანამშრომლებისთვის, მესამე  შეიძლება საინტერესო ჯგუფებში გასაწევრიანებლად იქნას გამოყენებული, მეოთხეს კი რაიმე სხვა დანიშნულებას მოუძებნიან.

„ადამიანებისთვის სხვადასხვა სფეროში საკუთარი გამოცდილების მეტად გაღრმავების მიზნით,  ერთზე მეტ პროფილს ვაძლევთ, რომელიც ერთ ანგარიშზე იქნება მიბმული. ერთ ექაუნთზე მაინც თუ დაირღვა წესი, შესაბამისი შეზღუდვები მთელ ანგარიშზე აისახება”, — განმარტავს Facebook-ის სპიკერი,  ლეონარდ ლამი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლები ვალდებულნი არ არიან,ავთენტური, იდენტობის შესაბამისი ინფორმაცია გამოიყენონ. მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია პლატფორმის მოხმარების პოლიტიკასა და წესებს არ არღვეევდეს და რიცხვებსა თუ რაიმე სიმბოლოებს არ შეიცავდეს.

რობოტს საკუთარი თავის წარმოდგენა ასწავლეს

„მთებში უნდა დავაბრუნოთ სიცოცხლე!“ – ბანაკი „კავკასიონი“ ბავშვებს უფასოდ შეასწავლის სამთო სპორტს