13
Mar
2019

Facebook-მა რეკლამის ეფექტურობის საზომები განაახლა

13 Mar 2019

Facebook რეკლამის შეფასების სისტემას ცვლის. კომპანიამ რელევანტურობის ერთიანი კოეფიციენტი კონკრეტული მონაცემების შეფასებით ჩაანაცვლა. შეიცვლება პოტენციური დაფარვის გამოთვლა, ხოლო მეტრიკის ის ნაწილი, რომელიც იშვიათად გამოიყენებოდა, გაუქმდება. შეგახსენებთ, რელევანტურობის ერთიანი კოეფიციენტი გვიჩვენებდა, რამდენად აქტუალურია რეკლამა უკვე მოცული აუდიტორიისთვის. ახალი, დეტალიზებული მიდგომა კი უფრო ეფექტურ გამოთვლებს უზრუნველყოფს, რაც დამკვეთებს სარეკლამო კამპანიების შეფასებაში დაეხმარება.

რეკლამის აქტუალობის დიაგნოსტიკა სამი მეტრიკით განისაზღვრება:
ხარისხის შეფასება: ვადარებთ ერთსა და იმავე აუდიტორიაზე მიმართულ სხვადასხვა რეკლამას.
ჩართულობის კოეფიციენტი: გვეხმარება ჩართულობის განსაზღვრაში, მისი შედარება ამავე აუდიტორიისთვის განთავსებულ სხვა განცხადებებთანაა შესაძლებელი.
კონვერსიის კოეფიციენტით შეფასება ადარებს სხვადასხვა რეკლამის კონვერსიას ერთი და იმავე აუდიტორიისთვის.

ფეისბუკმა შეცვალა “პოტენციური დაფარვის” ცნებაც. თუკი აქამდე დაფარვა თვის მანძილზე აქტიური მომხმარებლების რიცხვით განისაზღვრებოდა, ახლა იმ ადამიანებით შემოიფარგლება, რომლებთანაც ჩნდებოდა რეკლამა ბოლო 30 დღის განმავლობაში, ანუ, შესაძლოა, აქამდე ადამიანები ქსელში შემოდიოდნენ, მაგრამ ვერ ხედავდნენ რეკლამას.

განხილვა