როგორც ორგანულ, ისე ფასიან მედიას დიდი დრო, ძალისხმევა და შესწავლა სჭირდება, თუმცა ფასიან მედიას ერთი დიდი უპირატესობა აქვს – თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ანალიტიკას და ბევრად უფრო სწრაფად. ორგანული სტრატეგიის ჩამოყალიბებას, მონიტორინგსა და მოხსენებას თვეები შეიძლება დასჭირდეს.
მარკეტერები და მეწარმეები იყენებენ ფასიან რეკლამას, რადგან:
* მასშტაბირება უფრო სწრაფად ხდება.
* უფრო სწრაფად შეიძლება სწავლა.
* გამომუშავებაც უფრო სწრაფია.
სოციალური რეკლამის ლანდშაფტი სწრაფად იცვლება. იცვლება მისი ფორმატები და მოქმედებს ახალი რეგულაციები, თუმცა ყველაფერი მაინც ფასიანი რეკლამის პერსპექტიულ მომავალზე მეტყველებს.
მაგალითად, 2023 წელს ინფლაცია მაღალია. ელექტრონული კომერციის მონაცემები აჩვენებს, რომ მომხმარებლები კვლავ ხარჯავენ, მაგრამ მათ ურჩევნიან დახარჯონ ბრენდებთან, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ფასიან ტრაფიკში. სარეკლამო ბიუჯეტი ნახვების, ლიდებისა და გაყიდვების შესაბამისად უნდა გაანაწილოთ.
ამასთან, ფეისბუქის სარეკლამო პლატფორმა დროთა განმავლობაში ბევრად ჭკვიანი გახდა. იმის გამო, რომ ბევრი ხელსაწყო ავტომატიზებულია, თქვენს გუნდს მეტი დრო აქვს მომხმარებელთა გამოცდილებაზე ფოკუსირებისთვის.
როგორ შევქმნათ ფეისბუქის რეკლამისთვის კომპანიის შიდა გუნდი? ფასიან მედიას აქვს თქვენი ბიზნესის გაფართოების უნარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი ძალისხმევის გარეშე ხდება.
ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც კომპანიის მფლობელები და მარკეტერები უშვებენ ფასიან მედიაში, არის აზრი, რომ ერთ ადამიანს შეუძლია მთელი პროცესის მართვა.
მარკეტინგი მოიცავს სხვადასხვა უნარების ერთობლიობას: კრეატიულობა, ტექნიკური ცოდნა, სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, სტრატეგიული აზროვნება, კლიენტებთან ურთიერთობა და სხვა. ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად რთულია ამ უნარების მქონე ერთი ადამიანის პოვნა? ხშირად ისიც გამართლებაზეა, როცა ადამიანმა ერთი საკითხი იცის კარგად, არამცთუ რამდენიმე. ერთი მელოდიის კარგად დაკვრა შეგვიზლია, მაგრამ მთელ ორკესტრს მაინც ვერ შევცვლით.
ყველა სარეკლამო გუნდი უნდა მოიცავდეს შემდეგ სპეციალისტებს:
* მულტიმედიის რედაქტორი
* ფასიანი მედიის მყიდველი
* კრეატიული სტრატეგი
შეიძლება არსებობდეს სხვა როლებიც, თუმცა ეს სამი როლი აუცილებლად უნდა იყოს გუნდში გათვალისწინებული. ისინი შეიძლება გყავდეთ ადგილზე ან დისტანციურად. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი თქვენი ბიზნესის ნაწილია. მათ ეს კარგად უნდა იცოდნენ.
#1: მულტიმედიის რედაქტორი
მისი როლი არის ფორმირება, რედაქტირება და აქტივების გამოყენება ფასიანი მედიისთვის. ეს აქტივები მოიცავს ყველაფერს, რეკლამის ქოფის, ფოტოებს, ვიდეოს, აუდიოს, GIF-ებს, სლაიდებს… როგორც კი ახალი აქტივები იქმნება, მათ აწვდიან რედაქტორს, რომელიც დახვეწს და დაახარისხებს.
მულტიმედიის რედაქტორი ხშირად შეიძლება იყოს დისტანციური როლი, რადგან ადვილია სამუშაო პროცესის ამ ნაწილის ასინქრონულად შესრულება. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სასაათო სარტყელშია თქვენი რედაქტორი, თუ ის დროულად აზიარებს მასალებს.
#2: მედიაგანთავსების შესყიდვა
ეს როლი ჰგავს ორგანული სოციალური მედია მარკეტერის ფასიან ვერსიას. მისი ბევრი უნარი თანხვდება როლს, უბრალოდ მას დამატებით აქვს საბიუჯეტო გამოცდილება.
მედიაგანთავსების შესყიდვების მენეჯერს შეუძლია:
* შექმნას სარეკლამო კამპანიები მულტიმედიის რედაქტორის კონტენტის გამოყენებით, რომელიც შექმნილია კომპანიის პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ.
* გაავრცელოს კონტენტი ეფექტურად.
* მოძებნოს შესაძლებლობები წარმატებული ორგანული წვდომის გასაზრდელად.
* გამოყოს შესაბამისი ბიუჯეტი.
* ააწყოს სარეკლამო კამპანიები ხარისხიანი რეპორტინგისთვის Meta Ads Manager-ში.
მას უნდა შეეძლოს:
* გააანალიზოს რეკლამის შესრულება.
* გააანალიზოს რეკლამის ხარჯვის მისი უკუგებასთან შედარება.
* გასცეს უკუკავშირი მულტიმედიის რედაქტორის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
* იზრუნოს თანმიმდევრული შედეგების მიღებაზე.
#3: კრეატიული სტრატეგი
კრეატიული სტრატეგი არის თქვენი გუნდის საკვანძო წევრი, რომელიც აკავშირებს მულტიმედია რედაქტორსა და მედიაგანთავსების შემყიდველს. მედიაგანთავსების შემყიდველი აანალიზებს მთლიან საბიუჯეტო პერფორმანსს, კრეატიული სტრატეგი კი ყურადღებას ამახვილებს შემოქმედებით პერფორმანსზე. ეს არის ძალიან განსხვავებული უნარების ერთობლიობა, სწორედ ამიტომაცაა ეს ორი როლი გამიჯნული.
კარგ შემოქმედებით სტრატეგს შეუძლია
* შექმნას მომხმარებლის ავატარები.
* გაეცნოს სამიზნე ბაზარსა და ბაზრის პირობებს.
* ჩამოაყალიბოს საუბრის ტონი.
* შეიმუშაოს იდეები ახალი კონტენტისთვის.
* შექმენას კონტენტის მოკლე შინაარსი მულტიმედიის რედაქტორისთვის.
* გააანალიზოს შემოქმედებითი აქტივები, მათ შორის მათი ძლიერი და სუსტი მხარეების დეტალური განხილვა.
* შეამოწმოს და დახვეწეთ კონტენტი, კონვერსიის გაზრდის მიზნით.
წყარო: socialmediaexaminer