in

Facebook დისკრიმინაციის წინააღმდეგ

Facebook, დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, პლატფორმაზე, დასაქმების, საყოფაცხოვრებო და საკრედიტო პროდუქტების რეკლამას ზღუდავს. კომპანიებმა, სარეკლამო განცხადების ტექსტში, არ უნდა გამოყონ სამიზნე ჯგუფი ასაკის, სქესისა და საფოსტო ინდექსის მიხედვით. 

გასულ წელს, უფლებადამცველებმა, რამდენიმე კომპანიას, პოტენციური თანამშრომლების სქესისა და ასაკის მიხედვით დისკრიმინაციის ბრალდებით უჩივლეს. მათი თქმით, 2017 წელს სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებათა უმრავლესობა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი.

Facebook-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, კომპანიას $5 000 000-ის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VII)

რას უნდა ველოდეთ Apple-ის 2019 წლის პირველი პრეზენტაციიდან – „შოუს დროა“