in

Facebook შექმნის ჩიპებს ხელოვნური ინტელექტისთვის

Facebook-მა Intel-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის შედეგად, უნდა შეიქმნას სპეციალური ჩიპი ხელოვნური ინტელექტისთვის (AI). როგორც მოსალოდნელია, ეს Google-თან და Amazon-თან კონკურენციის ზრდას გამოიწვევს. Facebook-ს სურს შექმნას ციფრული თანაშემწე, რომელსაც საღი აზრი ექნება და იკონტაქტებს ადამიანთან ნებისმიერ თემაზე. როგორც ამბობენ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხმოვან მართვასთან შედარებით. კომპანიას, ასევე, სურს, ხელოვნური ინტელექტი სოციალური ქსელის სამართავად პრაქტიკულ ინსტრუმენტად აქციოს. როგორც ვარაუდობენ, ჩიპი შეძლებს ფეისბუკ კონტენტის მოდერაციას, მოძებნის და წაშლის შეურაცხმყოფელ კონტენტს სოციალური ქსელიდან.

 

მსოფლიოში ასეთ ჩიპებზე მოთხოვნა მზარდია. საუბარია იმ ჩიპზე, რომლებიც კონკრეტულ ამოცანებს უსწრაფესად შეასრულებს და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ასეთ პროექტებში აქტიურად ერთვებიან როგორც დიდი კომპანიები, Google, Amazon და Apple, ასევე შედარებით პატარა მოთამაშეები.

Instagram დონაციის მოსაზიდად სპეციალურ სტიკერს ამზადებს

ლადო აფხაზავა “მასწავლებლების გლობალური ჯილდოს” ათეულში მოხვდა