in

Facebook ახალ გასაცნობ აპლიკაციას ჰქმნის!

Sparked-ში პაემანი ვიდეოს მეშვეობით იმართება

veon
veon

მართალია, Facebook ნაცნობებთან საკონტაქტო საშუალების გარდა, ახალი ადამიანების გასაცნობადაც გამოიყენება, მაგრამ ეს კომპანიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სოციალური მედიის გიგანტის ახალი პროდუქტის ექსპერიმენტის (NPE) გუნდმა ახალი პროგრამა Sparked შეიმუშავა, რომელიც მომხმარებლებს “პოზიტიური შეხვედრის გამოცდილებას” სთავაზობს.

როგორც გუნდი ამბობს, ამ პროგრამის გამოსაყენებლად აუცილებელ პირობას ფეისბუქ-პროფილის ქონა წარმოადგენს. ხოლო ვიდრე, უშუალოდ მისი ერთ-ერთი წევრი გახდებით, უბრალოდ რამდენიმე სიტყვით უნდა დაწეროთ, რატომ ხართ შეხვედრებისთვის შესაფერისი პიროვნება. ასევე, სოციალური პლატფორმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აპლიკაციას არ აქვს პროფილის განყოფილება ან შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია.

ამის ნაცვლად, ადამიანები, რამდენიმე წუთიანი ვიდეოს მეშვეობით კონტაქტობენ – თავდაპირველად პაემნის ხანგრძლივობა 4 წუთიანია, სურვილის შემთხვევაში კი 10 წუთამდე იზრდება. შემდეგ კი, აპლიკაცია წყვილებს საუბრისა და კონტაქტის გასაგრძელებლად სხვა პლატფორმის გამოყენებას ურჩევს, როგორიცაა მაგალითად, ინსტაგრამი.

ამასთან ერთად, აპლიკაცია არჩევანის საშუალებას გაძლევთ – ვისთან გსურთ პაემანი? მამაკაცთან, ქალთან? გეისთან, ბისექსუალთან თუ ტრანსგენდერთან?

ამ ეტაპზე პროგრამა ბეტა ვერსიის სახით რამდენიმე მომხმარებელთან გადის ტესტირებას და ჯერჯერობით უცნობია, როდის ან როგორ შევძლებთ მის მიღებას ჩვენ.

„სილქნეტმა“, ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო, მსოფლიოში აღიარებული „Ookla“-სგან მიიღო

როგორ გავთავისუფლდეთ ნაკლებად პრიორიტეტული პროექტებისგან?