in

Facebook ახალი ამბების ინდუსტრიაში $1 მილიარდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს

კომპანიამ ავსტრალიაში ახალი ამბების კონტენტი აღადგინა

veon
veon

Facebook-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალი ამბების ინდუსტრიის მხარდასაჭერად, 1 მილიარდი დოლარი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ამასთან ერთად, კომპანია აღიარებს თავის შეცდომას, როდესაც ავსტრალიაში ახალი ამბების ხაზი აკრძალა.

როგორც ჩანს, სოციალური გიგანტი კვალდაკვალ მიჰყვება Google-ს. გასულ წელს, კომპანიამ გადაწყვიტა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამომცემლებისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გადაეხადა, რათა მაღალი ხარისხის კონტენტი შეექმნათ Google News Showcase-სთვის.

“კვალდაკვალ გაყოლა” ავსტრალიასაც ეხება… Facebook-მა ახალი ამბების კონტენტისთვის გარკვეული თანხის გადახდაზე უარი თქვა და მან საკმაოდ დიდი უკმაყოფილებაც დაიმსახურა. “ეს იყო ძალადობრივი ქმედება” – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს მედიის კომიტეტის დეპუტატი. ამის პარალელურად, Google ყოველგვარი გართულების გარეშე დათანხმდა ქვეყნის მოთხოვნებს და ალბათ სწორედ მაშინ გააცნობიერეს Facebook-ის წარმომადგენლებმა საკუთარი შეცდომა.

საბოლოოდ კი, ავსტრალიის მთავრობამ გადაწყვიტა, კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში რამდენიმე პირობა შეეცვალა. შედეგად, Facebook-მა ორშაბათს განაცხადა, რომ მზად არის ამ ცვლილებებთან ერთად გადაუხადოს ადგილობრივ გამომცემლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ავსტრალიისთვის, რადგან რამდენიმე დღიანმა აკრძალვამ საგრძნობლად შეამცირა ახალი ამბების კონტენტის გავრცელება საზოგადოებაში.

ჩაკეტილი წლის გასაღები – ორიენტ ლოჯიკი, როგორც შესაძლებლობების პლატფორმა

სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი „საქართველოს ბანკისგან“