in

Facebook-ის ახალი ალგორითმი თქვენს ყველა მოქმედებას ადევნებს თვალყურს

კომპანიამ პროექტი Ego4D გასულ კვირას წარადგინა

წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც თქვენს ერთ მოწყობილობას შეუძლია, ყველაფერს ადევნოს თვალყური, რასაც კი ყოველდღიურ ცხოვრებაში აკეთებთ. მას შეუძლია, დაინახოს გაიგოს და დაიმახსოვროს ყველაფერი. საჭიროების შემთხვევაში კი მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს. დაგვეთანხმებით, ეს ბრწყინვალე ინოვაციაა, რომელიც შესაბამის გაჯეტებთან ერთად საოცრებებს მოახდენს. თუმცა ამავდროულად ერთგვარად შემზარავიც კი…

მაგალითად, თუ ზემოთ ხსენებულ პროცესში Facebook-ს ჩავრთავთ, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დონე ახალ სკანდალებში გაეხვევა. თუ კომპანია ხელოვნური ინტელექტის (AI) იმგვარ მოდელს შეიმუშავებს, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი დაინახოს, გაიგოს და დაიმახსოვროს, სიტუაცია არც ისე დამამშვიდებელი იქნება. თუმცა ალგორითმი, შესაძლოა, სხვა პროდუქტზე იყოს ორიენტირებული, ნაცვლად ფეისბუქის სოციალური ქსელისა – სწორედ ასე ხდება Facebook AR სათვალეების შემთხვევაში.

Facebook AR სათვალეების ალგორითმები

გასულ კვირას კომპანიამ Ego4D პროექტი წარადგინა. ეს AI ინიციატივა ეგოცენტრულ აღქმასთან დაკავშირებული კვლევითი გამოწვევების მოგვარებას ემსახურება. ფეისბუქს სურს, შექმნას ალგორითმები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს შესაძლებლობას მისცემს, ადამიანების მსგავსად გაუწიოს სამყაროს ინტერაქცია.

პარალელს თუ გავავლებთ, შესაძლოა, მარველის სამყაროშიც კი გადავეშვათ – გავიხსენოთ რკინის კაცი, რომელიც ინტელექტუალურ AI-ს იყენებს. ალგორითმებს შეუძლია,  ვირტუალური ინფორმაცია წარმოადგინოს, რომელსაც რკინის კაცი მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისას ხედავს. ძირითადად სწორედ ეს არის ის, რაც Facebook-ს სურს თავისი ალგორითმებისგან.

კომპანიამ განმარტა, რომ მან ხუთი საორიენტაციო გამოწვევა შეიმუშავა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფეისბუქს სურს, ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალეებმა დაიმახსოვროს წარსული მოვლენები; იწინასწარმეტყველოს რისი გაკეთება სურს მომხმარებელს; აღმოაჩინოს, როგორ ურთიერთქმედებს მომხმარებელი რეალურ ობიექტებთან და გაიხსენოს წარსულში ნათქვამი სიტყვები:

  • ეპიზოდური მეხსიერება: რა და როდის მოხდა? (მაგალითად, “სად დავტოვე ჩემი გასაღებები?”)
  • პროგნოზირება: რა უნდა გავაკეთო შემდეგ? (მაგალითად, “მოიცადე, შენ უკვე დაამატე სადილს მარილი”).
  • ხელის და ობიექტის მანიპულირება: რას ვაკეთებ? (მაგალითად, “მასწავლე დასარტყამზე დაკვრა)
  • აუდიოვიზუალური დღიური: ვინ რა თქვა და როდის? (მაგალითად, “რა იყო გაკვეთილის მთავარი თემა?”
  • სოციალური ინტერაქცია: ვინ ვისთან ურთიერთობს? (მაგალითად, “დამეხმარე, მეტი გავიგო იმ ადამიანის შესახებ, ვინც ახლა მესაუბრება”)

კონფიდენციალურობის შედეგები მასიური

Facebook AI ალგორითმის წარმატებისთვის, მას იმ ყველაფერზე წვდომა სჭირდება, რასაც AR სათვალეებით აკეთებთ. ამიტომაც, დაგჭირდებათ ვიდეოს ჩაწერა, აუდიოს დამუშავება და ბევრი მონაცემის შენახვა. ასევე, კომპანიამ მომხმარებლები უნდა დაარწმუნოს, მას ყველა მონაცემი ანდონ.

“ვიმედოვნებთ, გარდა იმისა, რომ კომპანიები ამ მონაცემთა ბაზას და საორიენტაციო ნიშნებს კომერციული პროგრამების შესაქმნელად, ისინი უსაფრთხოების საკონტროლო მექანიზმებსაც შეიმუშავებენ. მაგალითად, შესაძლოა, არსებობდეს პროტოკოლი, რომელიც სხვისი ჩაწერის ნებართვას მოითხოვს” – აცხადებს Facebook-ის სპიკერი.

ყველას შეგვიძლია ინფლუენსერობა, ვისაც მეგობრები გვყავს?

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატში, გუნდებს მაისურზე სხვადასხვა სპონსორის ლოგოს დატანა შეუძლიათ