in

Facebook-ს ახალი ფუნქცია – ალგორითმზე დაფუძნებულ News Feed-ს თავს ადვილად დააღწევთ!

ასევე, შეგეძლებათ, საკუთარ კონტენტზეც შეზღუდოთ ურთიერთქმედება

veon
veon

ალბათ, ყველანი შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ Facebook გამუდმებით გვთავაზობს პლატფორმის სხვადასხვაგვარ განახლებას. ახლა კი ცვლილება მის ძირითად ფუნქციონალს, News Feed-ის ქრონოლოგიას ეხება.

მომხმარებლებს შეეძლებათ, სწრაფად შეცვალონ თავიანთი ინფორმაციის კატეგორიზაცია – ალგორითმულად ორიენტირებულიდან ქრონოლოგიურ თანმიმდევრობამდე, რომელიც მომხმარებლის მიერ არჩეული კონტენტისგან იქნება შემდგარი.

როგორც “ფეისბუქის” გლობალურ საქმეთა ვიცე პრეზიდენტი ნიკ კლეგი აღნიშნავს, რომ ახალი ფუნქციის დახმარებით, შეგვეძლება, მხოლოდ სასურველი ადამიანებისა თუ გვერდების სიახლეები ვიხილოთ. რეალურად, სოციალური ქსელის ალგორითმი ნაწილობრივ ითვალისწინებს კიდეც ჩვენს სურვილებს – News Feed-ში გვიჩვენებს იმ ტიპის კონტენტს, რომელსაც ხშირად ვადევნებთ თვალს. თუმცა ხშირად, ეს არ ამართლებს…

ამასთან ერთად, სოციალური ქსელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარ კონტენტზეც შეზღუდონ ურთიერთქმედება, კერძოდ, შესაძლებელი იქნება იმის კონტროლი, თუ ვინ დააკომენტარებს საჯარო პოსტებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ამ ახალ ფუნქციებს მთელი “ფეისბუქ საზოგადოება”, თუმცა ფაქტი ერთია – კომპანია მართლაც ითვალისწინებს მასთან დაკავშირებულ კრიტიკას… ღილაკის “რატომ ვხედავ ამას?” ხშირი გამოყენების გამო, Facebook არაერთხელ დაგვპირდა, რომ ამ პრობლემას განიხილავდა და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებდნენ.

“მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ეს ცვლილებები თავისთავად უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რომელიც ადამიანებს აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სოციალური მედია და როგორ ურთიერთქმედებს ეს Facebook-თან. თუმცა ვგრძნობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, უკეთესი მიმართულებით” – ამბობს ნიკ კლეგი.

ნინო გაჩეჩილაძე – #პირველისამსახური

„Cashback“ ლოგო Logo Design Trends 2021-ში მოხვდა, ვიზუალი კი Lürzer’s Archive-ში დაიბეჭდა