როგორც ჩანს, Facebook აპირებს, კონკურენცია გაუწიოს Clubhouse-ს, აპლიკაციას, რომელიც აუდიო ჩათზეა დაფუძნებული. სოციალური მედიის თანამშრომლებს პროდუქტის შექმნა დაევალათ, რომელიც Fireside-ის სახელითაა ცნობილი და “ქლაბჰაუსის” მსგავსია.
Facebook-ს პოპულარული პროდუქტების კლონირების საკმაო გამოცდილება აქვს. მაგალითად, გასულ წელს, როდესაც ფიზიკურიდან დისტანციურ ცხოვრებაზე გადავედით, სოციალური მედიის გიგანტმა Zoom-ის მსგავსი Messenger Rooms შექმნა. ასევე, მისივე საკუთრებაში მყოფ Instagram-ს აქვს 15 წამიანი ვიდეოს ფუნქცია, რომელიც TikTok-ს უწევს კონკურენციას.
“ქლაბჰაუსის” განცხადების თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია აპლიკაციაში ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ვრცელდებოდა. ამიტომაც, ახალმა ფუნქციამ შესაძლოა, გამოწვევების წინაშე დააყენოს სოციალური ქსელი, რომელიც დეზინფორმაციისა და სხვა შეურაცხმყოფელი შინაარსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის.