in

Facebook-ის ახალი აუდიო ფუნქცია – მარტივად აღმოაჩინეთ პოდკასტები და მუსიკა

ამ ეტაპზე ახალი ფუნქცია მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი

veon
veon

2021 წლის დასაწყისში Facebook-მა განაცხადა, რომ მრავალი ახალი აუდიო ფუნქციის დანერგვას გეგმავდა. ახლა კი სწორედ აუდიოსთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეს გვთავაზობს – ასე რომ, ამიერიდან შეგეძლებათ, მარტივად იპოვოთ სასურველი პოდკასტი, აუდიო და მოკლე ვიდეოები.

სად არის ფეისბუქის აუდიო ცენტრი?

ახალი Facebook’s Audio hub შეგიძლიათ, iOS და ანდროიდ მოწყობილობებზე ფეისბუქის აპლიკაციაში იპოვოთ. ეს არის ჩანართი, რომელიც Facebook Watch განყოფილებაში მდებარეობს.

  • გახსენით უახლესი Facebook მობილური აპლიკაცია.
  • აირჩიეთ Watch ქვედა სანავიგაციო ზოლიდან.
  • Facebook Watch-ის ზედა ნაწილში სხვადასხვა ჩანართს ნახავთ – “შენთვის”, “პირდაპირი”, “მუსიკა”, აუდიო”, “შემდეგი”, “აირჩიეთ აუდიო”. 

ეს ახალი მახასიათებელი ფეისბუქ მომხმარებლებს დაეხმარება, მათი საყვარელი კონტენტის შემქმნელების ნამუშევრები ადვილად იპოვონ, აღმოაჩინონ ახალი კონტენტი და სამომავლოდ მათზე წვდომა ადვილად მიიღონ. ამოქმედებისთანავე “აუდიო” სექცია იმ ავტორების შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც უკვე აფოლოვებს კონკრეტული მომხმარებელი.

ვის შეუძლია ახალ ფუნქციაზე წვდომა?

ამ ეტაპზე ახალი ფუნქცია მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი, ყველა მობილური მომხმარებლისთვის.

რატომ მუშაობს ფეისბუქი აუდიოს განვითარებაზე?

წლის დასაწყისში Clubhouse მობილური აპლიკაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამან კი ფეისბუქი და სხვა კომპანიები აიძულა, პირდაპირ აუდიო ბაზარზე ებრძოლათ კონკურენციისთვის. მაგალითად, Twitter-მა შეიმუშავა Spaces ფუნქცია. ხოლო ფეისბუქმა რამდენიმე ახალი აუდიო ფუნქცია შექმნა, რომლებიც თანდათანობით ეშვება მოხმარებაში – მათ შორისაა ქლაბჰაუსის კონკურენტი Live Audio Rooms.

გარდა ამისა, სოციალური ქსელი მუშაობს სამ ძირითად პროდუქტზე: Soundbits, Podcasts და Live Audio Rooms.

„სომელიე“ პოდკასტების სერიას იწყებს – დაელოდეთ ვინოპოდს და ამბებს ღვინოზე!

ახალი სახელი, ლოგო, ფერები და მისია – ნახეთ „თოდუას კლინიკის“ რებრენდინგი