in

Facebook ბავშვებისთვის განკუთვნილ Instagram-ის ვერსიას ქმნის

ეს უსაფრთხო გამოცდილების მიღებას უზრუნველყოფს

veon
veon

ამ ეტაპისთვის Facebook-ის ერთ-ერთ პრიორიტეტი “ინსტაგრამის” 13 წლამდე მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ვერსიის შექმნაა. პროექტს Instagram-ის პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი ვიშალ შაჰი უხელმძღვანელებს. ასევე, მასში მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ხელმძღვანელი, ადამ მოზერი და Facebook-ის ვიცე პრეზიდენტი, პავნი დივანჯი, რომელიც YouTube Kids-ზე და სხვა, ბავშვებზე ორიენტირებულ პროდუქტებზე მუშაობდა.

ვიშალ შაჰის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პროდუქტი ორიენტირებული იქნება ორ ძირითად საკითხზე: მთლიანობისა და კონფიდენციალურობის პროგრესზე, რათა თინეიჯერებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გამოცდილება იქნას უზრუნველყოფილი და ამასთან ერთად, ინსტაგრამის ისეთი ვერსიის შექმნა, რომელსაც 13 წლამდე ასაკი ბავშვები უსაფრთხოდ გამოიყენებენ. 

იდეა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კომპანია თინეიჯერების დასაცავ ახალ ფუნქციებზე ალაპარაკდა. მართალია, ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების დაცვის აქტის (COPPA) თანახმად, 13 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ აპლიკაციის გამოყენება, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ყალბი დაბადების დღის თარიღის მითითება პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთი სიყალბე “ინსტაგრამისთვისაც” ცხადია და ამიტომაც ავითარებს ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვნების დაცვას.

მაგალითისთვის, 13 წლამდე ასაკის ბავშვების ანგარიშები “შემოთავაზებული მომხმარებლებიდან” ამოიღებს და ასევე, მათი კომენტარები საჯარო პოსტებზე არ გამოჩნდება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოიყურება ბავშვებისთვის შექმნილი “ინსტაგრამი”, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა უფრო მეტი ბავშვი შეძლებს თავისი შესაბამისი კონტენტის უსაფრთხოდ გამოყენებას. თანაც, მშობლებს გამჭვირვალობისა და კონტროლის შესაძლებლობა ექნებათ.

კრიზისმენეჯმენტი ქალებს უკეთ გამოსდით

„ფერმერებისთვის გეოგაპ/GeoGAP-ის დანერგვა უვნებელი პროდუქციის წარმოების გარანტიაა“