28
Nov
2019

Facebook-მა გეიმ დეველოპერული სტუდია Beat Games მიიერთა

28 Nov 2019

Alta
Alta


Facebook-ის შვილობილ კომპანია Oculus-ს, რომელიც VR სათვალეებს აწარმოებს, გეიმ დეველოპერული კომპანია Beat Games შეუერთდა. Beat Games ვირტუალური რეალობის ცნობილი თამაშის Beat Saber-ის შემქმნელია. გარიგების შემდეგად, ის დამოუკიდებელ სტუდიად დარჩება და განვითარებას Facebook-ის მხარდაჭერით განაგრძობს. ბლოგპოსტში, Oculus-ის კონტენტ დირექტორი – მაიკ ვერდუ აღნიშნავს, რომ თამაშის გავრცელება ისევ ყველა პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი და მისი მომხმარებლისთვის არ იქნება აუცილებელი Oculus-ის სათვალის ქონა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, Facebook აქტიურად მუშაობს AR, თუ VR მიმართულებით და შესაძლოა, მსგავსი პროფილის კომპანიებთან მისი თანამშრომლობა პროექტს სახელად Horizon უკავშირდება. Horizon სოციალური ქსელის ახალი, VR საფეხურია, რომელიც სოციალური ქსელის მოხმარების პრაქტიკას ვირტუალური რეალობის გამოცდილებით ცვლის.

აღსანიშნავია, რომ თამაში Beat Saber 2018 წლის მაისში გამოვიდა და მისი VR სათვალეებით აღჭურვილი მოთამაშეები სინათლის ხმლებით მფრინავ კუბებს ანადგურებენ.

განხილვა