in

Facebook-მა ავეჯით მოვაჭრე სტარტაპი იყიდა

Facebook-მა სტარტაპი GrokStyle შეიძინა. ეს კომპანია ავეჯსა და სახლის დეკორისთვის საჭირო სხვა ნივთებს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, „ონლაინ“ ყიდის. როგორც გამოცემა Bloomberg წერს, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას, ელექტრონული კომერციის მიმართულებით სერიოზული გეგმები აქვს.

ამ ინფორმაციას არც Facebook-ის წარმომადგენლები უარყოფენ. კომპანიის სპიკერი ვანესა ჩანი ამბობს, რომ GrokStyle, თავისი რესურსებით, ხელს შეუწყობს სოციალური ქსელის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებას.

„ახალი რესურსებითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საცალო ვაჭრობისთვის არაჩვეულებრივ სისტემას შევქმნით“.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მედლები ძველი გაჯეტებისგან დამზადდება

პოსტერი, რომელიც Wi-Fi-ს უკავშირდება და ამინდის პროგნოზს გამცნობს – UPDATE