in ,

Facebook-ის ახალი სივრცე სტუდენტებისთვის – Facebook Campus

შეიძლება ითქვას, რომ Facebook საკუთარ საწყისებს უბრუნდება. გუშინ სოციალურმა ქსელმა ახალი პროდუქტი – Campus აამოქმედა, რომელიც სპეციალურად, სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. Campus არის ადგილი, სადაც სტუდენტებს ონლაინ შეუძლიათ საკუთარ კურსელებთან ინტერაქცია და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მსგავსი ინტერესის მქონე მეწყვილის პოვნა. მათ მხოლოდ Campus-ის სიახლეების ზოლზე ექნებათ წვდომა და შეეძლებათ ჯგუფებში გაწევრიანება. აქვეა Campus Chats, როგორც ჯგუფური მიმოწერის ნაირსახეობა. Campus directory-ის განყოფილებაში კი მათ სხვა სტუდენტების პოვნა და დამეგობრება შეეძლებათ.

Campus-ით სარგებლობისთვის სტუდენტებმა საკუთარი სასწავლო იმეილები (.edu) უნდა წარადგინონ, ისევე, როგორც კონკრეტულ საფეხურზე, სწავლის დამთავრების წელი. აქ, ტრადიციული სოციალური ქსელის მსგავსად, სტუდენტები ქმნიან საკუთარ პროფილს, ამატებენ ფოტოებს და ასევე, ინფორმაციას მშობლიური ქალაქის, გავლილი, თუ გასავლელი საგნების შესახებ. რაც უფრო მეტ ინფორმაციას განათავსებს სტუდენტი, მით მეტი შანსი აქვს თანამოაზრე იპოვოს, რომელთან ერთადაც სხვადასხვა სასწავლო პროექტზე მუშაობა გაუადვილდება. მეორე მხრივ, ეს აძლევს ფეისბუკს მეტ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ – რა საგნებს გადიან სტუდენტები, ან რა მეთოდებით სწავლობენ.

ცხადია, ფეისბუკს აქვს ამბიცია განათლების სფეროშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი. მით უფრო პანდემიის პირობებში, როცა დისტანციური სწავლება თითქმის ყველა ქვეყანაში გახდა აქტუალური. ამ ეტაპზე, Campus აშშ-ს მასშტაბით, 30 უნივერსიტეტში იცდება და უცნობია, როდიდან გახდება ის ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში.

MIT-ში ძილის პოზების მონიტორინგის სისტემა შექმნეს, რომელიც რადიოსიგნალებზე დაყრდნობით მუშაობს

“თუ ოდესმე სატენდერო სერვისს შევქმნიდით, მხოლოდ ერთად!” – ამბავი BID4U-ზე