in

Facebook ჭკვიანი საათის შექმნაზე მუშაობს!

ის ძირითადად სოციალური ქსელის შეტყობინებების სერვისებზეა ფოკუსირებული

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook ჭკვიანი საათების შექმნაზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ, Google-ის ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე Wear OS-ზე იქნება დაფუძნებული. პროდუქტი ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და მის შეძენას სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შევძლებთ.

მართალია, ახალი პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია არ არის ცნობილი, მაგრამ როგორც ამბობენ, ის ფიჭური კავშირით გამოირჩევა და ძირითადად Facebook-ის შეტყობინებების სერვისებზეა ფოკუსირებული. ამასთან ერთად, სოციალური ქსელის ჭკვიანი საათი ფიტნესისა და ჯანმრთელობის კონტროლის ფუნქციებსაც მოიცავს. ასევე, კომპანია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაუკავშირდნენ მესამე მხარის ფიტნეს სერვისებს, როგორიცაა Peleton.

გარდა ჭკვიანი საათისა, კომპანია ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეებზეც მუშაობს, თუმცა ის 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. არსებობს ვარაუდი, რომ სათვალეებისა და საათის ინტეგრირებასაც კი ვიხილავთ.

სოციალური გიგანტისთვის ჭკვიანი საათის მოხმარებაში ჩაშვება არც ისე ადვილი იქნება, რადგან ბოლო პერიოდში Facebook-ის პოზიცია, მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, აქტიური განხილვის საგნად იქცა. მიუხედავად ამისა, ახალ პროდუქტთან მიმართებით მოლოდინები დიდია და მომხმარებლები ფიქრობენ, რომ კომპანიას საკმარისი დრო აქვს სრულყოფილი ჭკვიანი საათის შესაქმნელად.

Window Project წარმოგიდგენთ გელა წულაძის ინსტალაციას სახელწოდებით „Keep Camouflage“

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა ციფრული პროდუქტების დახმარებით?