in

რა უნდა იცოდნენ მარკეტერებმა Facebook-ის ცვლილებების შესახებ?

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში მარკ ცუკერბერგმა Facebook News Feed-ის ცვლილებებზე ისაუბრა — შედეგად კი საწყისი და არხების ჩანართი მივიღეთ. პირველი მათგანი შეიცავს კონტენტს, რომელიც მომხმარებლის აქტივობებზე დაყრდნობითაა რეკომენდებული. ხოლო არხების ჩანართი კონტენტს იმ ადამიანებისგან, გვერდებისგან და ჯგუფებისგან აჩვენებს, რომლებსაც მომხმარებლები თვალს ადევნებენ.

ცუკერბერგის თქმით, ამ ცვლილების მიზანი ფეისბუქის მომხმარებლებისთვის საყვარელი კონტენტის დათვალიერება და აღმოჩენების გაკეთებაა. ასევე, ეს პლატფორმის TikTok-თან კონკურენციას უკავშირდება. ამ უკანასკნელის For You გვერდიც რეკომენდებულ კონტენსტს გვიჩვენებს. ხოლო გამოწერილი კრეატორების ვიდეოების სანახავად ცალკე გვერდია გამოყოფილი.

ტექნიკური ცვლილებები ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად მარკეტერებისთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? საუბარია მათზე, ვინც ფეისბუქის სიახლეების ზოლს ეყრდნობა აუდიტორიის მოსაძებნად და შესანარჩუნებლად.

აი, რა უნდა იცოდნენ მარკეტერბმა ახალი ჩანართების შესახებ

Facebook Home Tab

ეს პირველი გვერდი, რომელსაც მომხმარებლები აპლიკაციის გახსნისას ხედავენ. არხების ჩანართის მსგავსად, Home-ს ექნება კონტენტი, რომელსაც მომხმარებელი უკვე თვალს ადევნებს (როგორიცაა შეტყობინებები მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან), მაგრამ არხს პრიორიტეტად მიენიჭება რეკომენდებული კონტენტის აღმოჩენა.

„ახალი სისტემა ითვალისწინებს ათასობით სიგნალს, რათა არეულობის აღმოფხვრას და კონტენტის რანჟირებას იმ თანმიმდევრობით დაეხმაროს, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ყველაზე ღირებული იქნება. ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ხელოვნურ ინტელექტში, რათა უკეთ მოვემსახუროთ რეკომენდებულ კონტენტს ამ რეიტინგულ გამოცდილებაში“, — ნათქვამია Meta-ს პრესრელიზში.

მთავარ ჩანართზე პრიორიტეტული კონტენტი მოიცავს ვიდეოებსა და ამბებს. იმისათვის, რომ აქ განათავსოთ მარკეტინგული კონტენტი, რათა თქვენმა ბრენდმა მიაღწიოს ახალ მომხმარებლებამდე, მოკლე ვიდეო კონტენტი უნდა გამოიყენოთ — ანუ, Reels.

სოციალური მედიის მარკეტინგის ერთ-ერთ გამოკითხვაში 310 მარკეტერიდან 85% ფიქრობს, რომ მოკლე ვიდეოები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტაქტიკა იყო მათ სოციალურ მედია კამპანიაში. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ვიდეოს გამოაქვეყნებთ Instagram-ზე და აპლიკაცია გკითხავთ, გსურთ თუ არა მისი ავტომატურად გაზიარება Facebook-ზე, პასუხი უნდა იყოს დიახ.

ასევე, ეფექტიანია პირდაპირი სტრიმინგების გამოყენება. იმავე გამოკითხვაში მარკეტერების 69%-მა აღნიშნა ლაივ სტრიმინგი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი მათ კამპანიაში, რესპონდენტთა 72%-მა განაცხადა, რომ პირდაპირი ტრანსლაცია ზოგადად ძალიან მომგებიანია. პირდაპირი სტრიმინგის ფუნქციები შეიძლება შეიცავდეს ცოცხალ კითხვა-პასუხს, ვებინარებსა და სემინარებს.

Facebook Feeds Tab

არხები დაყოფილია სხვადასხვა განყოფილებად — „ყველა“, „რჩეული“, „მეგობრები“, „ჯგუფები“ და გვერდები“. აუდიტორიასთან კავშირის შესანარჩუნებლად, კომპანიას კონტენტი რაც შეიძლება მეტ სექციაში უნდა ჰქონდეს განთავსებული.

მარკეტერებმა უნდა შექმნან ფეისბუქის ჯგუფები, რომლებიც შეესაბამება თავიანთი აუდიტორიის ინტერესებს. Facebook ჯგუფის შესანიშნავი მაგალითია Instant Pot Community. ჯგუფი დაარსდა Instant Pot multicooker ბრენდის მიერ და წარმოადგენს სივრცეს, სადაც Instant Pot მომხმარებლებს შეუძლიათ რეცეპტების გაზიარება, კითხვების დასმა და მათი პროდუქტების განხილვა. ჯგუფს 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

იმისათვის, რომ თქვენი კონტენტი შეინარჩუნოთ ყველა და გამორჩეულ სექციებში, რეგულარულად განათავსეთ საინტერესო შინაარსი, როგორიცაა მოკლე ვიდეოები, პირდაპირი ტრანსლაციები, გამოკითხვები და სტატუსები. ხარისხის კონტენტის მუდმივი ნაკადის შენარჩუნებით, თქვენი ბრენდი რეგულარულად გამოჩნდება ყველას განყოფილებაში.

Lenovo-ს სათვალეები პერსონალურ ეკრანს გთავაზობთ

როგორ გავზარდოთ Email გამომწერთა სია