in

Facebook და Google, აზიისა და ამერიკის დასაკავშირებლად, ახალი წყალქვეშა კაბელების გაყვანაზე მუშაობენ

Echo და Bifrost – ასე ჰქვია ორ კაბელს, რომელიც ინტერნეტის სიმძლავრეს გააუმჯობესებს

veon
veon

Facebook და Google ორი ახალი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის გაყვანას გეგმავენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჩრდილოეთ ამერიკასთან დასაკავშირებლად. რეგიონალური სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან პროექტი სინგაპურისა და ინდონეზიის სწრაფი ინტერნეტის მიწოდებას ისახავს მიზნად, რაც რეგიონებს შორის ინტერნეტის სიძლიერის გაუმჯობესებას ემსახურება.

Echo და Bifrost – ასე ჰქვია ორ კაბელს, რომელიც იავას ზღვას ახალი მრავალფეროვანი მარშრუტით გადაკვეთს და მათი მეშვეობით აღნიშნულ ქვეყნებში ინტერნეტის სიმძლავრე დაახლოებით 70%-ით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია ორივე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ეს კაბელები პირველი იქნება, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკას პირდაპირ დააკავშირებს ინდონეზიის ზოგიერთ მთავარ ნაწილთან, რაც მთლიანობაში კავშირის სიძლიერესა და ხარისხს გაზრდის.

ორი კაბელი, რომლებსაც მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცება დასჭირდება, Facebook-ის მიერ ინდონეზიაში განხორციელებულ წინა ინვესტიციების გაგრძელებაა. კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ ქვეყნის 20 ქალაქში 3000 კმ ბოჭკოს განათავსებს.

ამჟამად ინდონეზიის 270 მილიონიანი მოსახლეობის 73% ონლაინ რეჟიმშია – მათი უმრავლესობა მობილურის ინტერნეტს მოიხმარს, 10%-ზე ნაკლები კი – ფართოხაზოვანს. ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყნის უმეტესი ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დგას.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან, ყველა პრობლემის გადასაჭრელად. ველით, რომ ეს კაბელები ღირებული და პროდუქტიული იქნება, რომლებიც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო განვითარდება” – აღნიშნავენ Facebook-ის წარმომადგენლები.

მართალია, Facebook-ს აქამდეც ჰქონია მსგავსი იდეა, რომელიც შეერთებული შტატების, ტაივანის, ჰონგ კონგისა და ფილიპინების დაკავშირებას გულისხმობდა, თუმცა ის გასულ წელს გაუქმდა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წამოჭრილი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების შემდეგ. ახლა კი, კომპანია კვლავ უბრუნდება ამ გეგმას და ცდილობს, აშშ-ს მთავრობას სრულად მოარგოს, რათა პრობლემები აღარ შეიქმნას.

მეცნიერებმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კოდი გაშიფრეს!

საგანმანათლებლო სივრცის 25 წლიანი ბრენდი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი