სოციალური ქსელების ხელმძღვანელები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ერთიანდებიან… უფრო კონკრეტულად, Facebook უკრაინაში მყოფ მომხმარებელთა დასაცავად პროფილის დაბლოკვის ფუნქციას ააქტიურებს, სახელწოდებით “Lock Profile”. კომპანია “სპეციალური ოპერაციების ცენტრსაც” ქმნის, რათა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნოს თვალი.
6/ To turn on Locked Profile:
* Tap More under your name
* Tap Lock Profile
* Tap Lock Your Profile again to confirm pic.twitter.com/mpwqVG10fW— Nathaniel Gleicher (@ngleicher) February 24, 2022
Lock Profile-ის გააქტიურებისას უცხო პირები (ის, ვინც მომხმარებელს მეგობრებში არ ჰყავს დამატებული) მომხმარებლის პროფილის სურათის გადმოწერას ან გაზიარებას ვერ შეძლებენ. ასევე, შეუძლებელი იქნება პირად გვერდზე პოსტების ხილვა. კომპანიის განცხადებით, ეს ფუნქცია განსაკუთრებით დაეხმარება იმ ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და სხვა პირებს, რომლებიც სამიზნეში ამოღების შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ხოლო რაც შეეხება Twitter-ს, მან ოთხშაბათს უკრაინულად დაწერილი Thread გამოაქვეყნა, რომლითაც მომხმარებელს თავიანთი ანგარიშების დასაბლოკად და დასაცავად ინსტრუქციები წარუდგინა. პლატფორმის მთავარი მესიჯი აშკარაა — თავდაცვა ციფრული ანგარიშების დაცვასაც მოიაზრებს.
“კონფლიქტის ან სხვა მაღალი რისკის მატარებელ რეგიონებში Twitter-ის გამოყენებისას უნდა იცოდეთ, როგორ უნდა გააკონტროლოთ თქვენივე პროფილი და ციფრული ინფორმაცია”, — წერია პირველ ტვიტში. ამას მოსდევს სხვა ტვიტები, შესაბამისი ინსტრუქციების ბმულებით, რომლებიც შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ.
Додаткова інформація про те, як створити надійний пароль, підключити адресу електронної пошти та номер телефону для скидання пароля та переконатися, що ваш профіль не було зламано:https://t.co/erQqftqboc
— Twitter Safety (@TwitterSafety) February 24, 2022












