Facebook-ის მესენჯერს დაფარული ფუნქცია – ღამის რეჟიმი დაემატა, რომლის ჩართვის შემთხვევაში თეთრი ეკრანი შავად იქცევა, რაც სიბნელეში აპლიკაციით სარგებლობას თქვენი თვალებისთვის უფრო კომფორტულს გახდის. ღამის რეჟიმის (Dark Mode) გასააქტიურებლად უბრალოდ, ჩატში მთვარის ემოჯი (?) უნდა გაგზავნოთ. ფუნქციის გამოსაყენებლად მესენჯერის უახლესი ვერსია უნდა გქონდეთ გადმოწერილი.

ღამის რეჟიმის გამოსართავად უნდა დააკლიკოთ მესენჯერის ზედა მარცხენა კუთხეში, თქვენს პროფილის სურათს და გამორთოთ პარამეტრი Dark Mode.












