დღეიდან, ფეისბუკი ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის დახმარებითაც სოციალურ ქსელში ფოტოსა თუ ვიდეოს გაზიარებისას, ავტომატურად მოხდება მისი ტრანსფერი Google Photos-ზე. დასაწყისისთვის, ფუნქცია ირლანდიაში ამოქმედდა, ხოლო 2020 წლის პირველი ნახევრიდან, მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. Google Photos აპლიკაციაა, რომელიც ანდროიდის სმარტფონებში გვხვდება და გვაძლევს საშუალებას გუგლში შევინახოთ ფოტოების ულიმიტო რაოდეონობა.
ეს სიახლე მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც საკმაო ხანია მათი ფეისბუკისტორიის, უფრო სწორად კი ფეისბუკზე ატვირთული ფოტოებისა და ვიდეოების სხვა სერვისზე ტრანსფერის შესაძლებლობას ითხოვენ. მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, თუ გინდათ გააუქმოთ სოციალური ქსელი, მაგრამ თქვენ მიერ გაზიარებული კონტენტის დაკარგვა არ გინდათ.
სტივ სატერფილდი – ფეისბუკის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფოტოს ტრანსფერის ფუნქცია Data Transfer Project-ის ფარგლებში გაჩნდა. ამ პროექტის განხორციელებაში კი, ფეისბუკთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Apple, Google, Microsoft, Twitter.