ცოტა ხნის წინ მეტამ Facebook Dating-ზე AI ასისტენტის დამატებაზე ისაუბრა — ჩეტბოტი მომხმარებლებს იმ ადამიანების პოვნაში დაეხმარება, რომლებიც უფრო ახლოს არიან მათ ინტერესებთან. მაგალითისთვის, მეტა მომხმარებლებს „ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგოს“ მოუძებნის… ამასთან, შანსების გასაზრდელად, შეუძლიათ, AI-ს თავიანთი პროფილის დახვეწაში დახმარებაც სთხოვონ.
Meet Cute-ის ახალი ფუქნციით კი მომხმარებლებს ალგორითმზე დაყრდნობით მეტა ყოველკვირეულად Surprise match-საც შესთავაზებს…
კომპანიის თქმით, Facebook Dating-ით შეხვედრები 18-29 წლამდე მოზარდებში ყოველწლიურად 10%-ით იზრდება — თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ცოტაა Tinder-თან შედარებით, რომელსაც 50 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს, Hinge კი 10 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლით იწონებს თავს.
ასეა თუ ისე, AI ფუნქციები უკვე ნორმად იქცა შეხვედრების აპლიკაციებში — Match Group-მა, რომელიც Tinder-ის, Hinge-ის, OKCupid-ისა და სხვა აპლიკაციების მფლობელია, პარტნიორობა დაიწყო გასულ წელს OpenAI-სთან და AI-ში 20-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო… დიდი ფსონია, მაგრამ, როგორც ჩანს, ციფრული შეხვედრების აპლიკაციებს AI ეიმედებათ და ამაზე მოწმობს Facebook Dating-ზე AI ასისტენტის დამატებაც.
შეგახსენებთ, რომ Facebook Dating ხელმისაწვდომია მხოლოდ ზრდასრული მომხმარებლებისთვის, ქვეყანათა ჩამონათვალი კი ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.











