in

Facebook-ის განახლებული პლატფორმა სამსახურის მაძიებელთათვის 

Facebook-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ხალხს დასაქმებაში სერიოზულად დაეხმაროს. საამისოდ, ცოტა ხნის წინ შექმნილი პლატფორმა განაახლა, სადაც სამსახურის ძიების გარდა, თემატური რჩევებისა და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

BOG
BOG

სერვისით სარგებლობა მარტივია: რეგისტრაციის შემდეგ ათავსებთ საკუთრ შეთავაზებას ან უკვე დადებულ განცხადებებს შორის, თქვენთვის სასურველ ვაკანსიას ეძებთ.

„დღეს 20 მილიონზე მეტი ადამიანია Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფში გაწევრიანებული და თითოეული, მას ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევს. ვფიქრობთ, ჩვენი პლატფორმის განახლება, დაეხმარება ხალხს მათთვის საინტერესო ვაკანსიის პოვნაში, დამსაქმებლებს კი კადრების მოძიება გაუმარტივდებათ“, – აღნიშნულია Facebook-ის განცხადებაში. 

ვაკანსიების გარდა, პლატფორმაზე განთავსებულია რჩევები: გასაუბრებისა და პროგრამირების ტექნიკაზე; ინფორმაცია, როგორ უნდა შეადგინოთ CV და ა.შ. როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლები ამბობენ, სურთ, მომხმარებლებს ციფრული ტექნოლოგიების უკეთ დაუფლებაში დაეხმარონ. ეს კი საშუალებას მისცემს მათ, დროსა და თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი უკეთ აუწყონ და განვითარდნენ.

“Monopoly“-ის ახალი გამოშვება – თემა “Game of Thrones“

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კიდევ ერთი ლოჯისტიკური ცენტრი შენდება