in

Facebook დიზაინს ცვლის, რათა TikTok-ს დაემსგავსოს

Facebook Instargram-ს TikTok-თან ბრძოლაში შეუერთდა… ამისთვის, მთავარი სიახლეების გვერდი სრულად შეცვალა და მას მარკ ზაკერბერგი აღმოჩენის ძრავასაც კი უწოდებს. ახალი დიზაინი მიზნად ისახავს კონტენტის, კერძოდ კი ვიდეოების გაძლიერებას. ისინი ფიქრობენ, რომ მომხმარებლები ყველაზე მეტად მათი პირდაპირი ხედვით დაინტერესდებიან. 

დიახ, Facebook ტრადიციული სოციალური ქსელიდან გასართობი ინდუსტრიისკენ ინაცვლებს — à la TikTok. ამბობენ, რომ ახალი არხი სასურველი კონტენტის პოვნასა და მის გაკონტროლებას გააადვილებს, ამას კი სწორედ TikTok-ის მსგავსი პლატფორმის წინ წამოწევით შეძლებს. 

მეგობრებისა და ოჯახის წევრების უახლესი პოსტები ცალკე გვერდზე განთავსდება. მთავარი გვერდი კი ორ ნაწილად გაიყოფა. Home იმ Facebook Reels, Instagram Reels-სა და Facebook Stories გაჩვენებთ, რომელსაც ალგორითმი თქვენს პრეფერენციებს მოარგებს. Feeds კი Facebook-ის ძველ იდეას ინარჩუნებს და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პოსტებს მეგობრებიდან, გვერდებიდან და ჯგუფებიდან გაჩვენებთ. ხოლო ის, რაც ამ ორ ნაწილში თანაბრად შეგხვდებათ რეკლამებია…

ამასთან, მომხმარებლებს Favorites-ის შექმნაც შეეძლებათ, რათა შესაბამისი კონტენტი მათივე კონტაქტებიდან და იმ არხებიდან იხილონ, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებთ. მართალია, ვიდეო კონტენტი Facebook-ს უფრო მეტად გართობისა და შოპინგის პლატფორმად აქცევს, მაგრამ, ამან, შესაძლოა, კონფიდენციალურობის რეგულირების მიმართ იგი ნაკლებად დაუცველიც გახადოს. 

საინტერესოა, რომ ეს განახლება New Feed-ის უბრალოდ Feed-ად გადაკეთებას მოჰყვა, რომელიც, როგორც ჩანს, დეზინფორმაციებისგან შორს ყოფნას ცდილობს. Facebook-ის განახლებები კი, სავარაუდოდ, თქვენს ტელეფონში ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დესკტოპ ვერსიებს უკვე წლის ბოლოსთვის შეიმუშავებენ.

ეს მზის კოშკი საავიაციო საწვავს ნახშირბად-ნეიტრალურად აქცევს

Farm66-ში LED განათება მცენარეებს სასურველ ზომამდე ზრდის