3
Jul
2019

Facebook ისევ „ჭედავს“ [3.07.19]

3 Jul 2019

სოციალური ქსელი Facebook შეფერხებით მუშაობს. Down Detector-ის ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს პრობლემა ფეისბუკზე შესვლისა და ფოტოების გახნის კუთხით აქვთ. შეფერხება ვრცელდება აშშ-ზე, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის კონტინენტზე (მათ შორის, საქართველოზეც). ცნობილია, რომ დღეს საღამოს, დაახლოებით, 18 საათიდან, სოციალური ქსელის მომხმარებელთა 39%-ს აქვს ავტორიზაციის პრობლემა, ხოლო 33% ვერ ხედავს Facebook-ზე ატვირთულ ფოტოებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

განხილვა