20
May
2019

Facebook-ის ექვსფეხა რობოტი, რომელიც კომპანიას AI მომავლისთვის მზადებაში დაეხმარება

20 May 2019

veon
veon


ბევრი წარმატებული კომპანია, მათ შორის, Google, Nvidia და Amazon იყენებენ რობოტებს, როგორც პლატფორმას ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული კვლევებისთვის. მსგავსი მიზნით გამოყენებული რობოტებს შეუძლიათ ესა თუ ის მოძრაობა თუ ფუნქცია აითვისონ სხვადასხვა გზითა და მეთოდით, მათ შორისაა ვიდეოთამაშებიც. ცოტა ხნის წინ, Facebook-მა გამოაქვეყნა დეტალები, რომელიც მის ლაბორატორიაში შექმნილ ასეთ ექვსფეხა რობოტს ეხება.

ფეისბუკის AI კვლევის ლაბორატორიაში (FAIR) შექმნილი ექვსფეხა რობოტი ეცდება გადაადგილება ისწავლოს, იყოს ცნობისმოყვარე, იმისათვის, რომ სწრაფად დასწავლა შეძლოს. გარდა ამისა, მას ექნება შეხების შეგრძნება (სენსორი), რომლის დახმარებითაც გადაადგილებისას სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვას შეძლებს და მეტიც, შეასრულებს ისეთ კომპლექსურ, რობოტისთვის ტექნიკურად რთულად მისაღწევ მოძრაობას, როგორიცაა, მაგალითად, ბურთის გაგორება.

Bloomberg-თან საუბრისას, Facebook-ის AI კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა – იან ლეკუნმა თქვა, რომ  FAIR ასე ემზადება მომავლის პროდუქტებისა და სერვისებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ფეისბუკის საკმაოდ დროული მზადება AI მომავლისთვის.

განხილვა