30
Apr
2019

Facebook წლის უდიდეს დეველოპერულ ღონისძიება F8-ს დღეს გამართავს

30 Apr 2019

უკანასკნელი 3 წელი არც ისე მარტივი იყო Facebook-ისთვის. სკანდალები და პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის ყოველდღიურობად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადამიანი ელოდება განახლებებს, რომლებიც სოციალურმა ქსელმა 2019 წლისთვის უნდა დააანონსოს. დღეს, 2019 წლის 30 აპრილს Facebook წლის პირველ დეველოპერულ ღონისძიება F8-ს გამართავს, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება მიმოწერის სერვისთან დაკავშირებულ ახალ იდეებზე, ფოტოების გაზიარების ფუნქციაზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და ა.შ. ღონისძიებას Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი გაუძღვება. პირდაპირი ეთერის ნახვა კი ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.

ფეისბუკის დეველოპერებისთვის განკუთვნილი ღონისძიება ყოველწლიურად, აპრილში, კალიფორნიაში ტარდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კონფერენციაზე გაცნობის აპლიკაციებთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. კერძოდ, მსგავს აპლიკაციებში სექსუალური შევიწროებასა და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებთან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამკლავების გზებზე მსჯელობდნენ. ასევე, საუბრობდნენ სოციალური ქსელების ყველაზე დიდ გამოწვევაზე – პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხოლო ზუსტად, ის, თუ რა სიახლეებს უნდა ველოდეთ 2019 წლისთვის ფეისბუკისგან, ღონისძიების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.

განხილვა