Facebook-ის ახალი ფუნქციები გულშემატკივრების საყვარელ კრეატორებთან დაახლოებას ისახავს მიზნად, სწორედ ამიტომ, სოციალური მედია პლატფორმა ფანებისთვის გამოწვევებისა და ტოპ გულშემატკივრების ბეიჯების შემოღებას აპირებს.
პირველი ფუნქცია კრეატორებს საშუალებას მისცემს, გამომწერებს კონკრეტული გამოწვევა შესთავაზონ. პასუხად კი გამომწერებს შეუძლიათ რილსი ან პოსტი გააკეთონ. მეტი ჩართულობის წასახალისებლად ლიდერბორდში კონკრეტული გამოწვევის ჰეშთეგიც გამოჩნდება, რომელიც წარდგენილ ნამუშევრებს მიღებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით დაახარისხებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გამოწვევები უკვე პოპულარულია ტიკტოკსა და ინსტაგრამის რილსებში, სადაც მომხმარებლები ძირითადად ცეკვის გამოწვევებში იწვევენ ერთმანეთს. ახლა კი Facebook ამ ტრენდს მეტად ფორმალურ სახეს ფუნქციით აძლევს, რომელიც ცალკე გვერდს გამოჰყოფს კონკრეტული კრეატორების გამოწვევისთვის.
ამის საილუსტრაციოდ, Facebook მზარეული კრეატორის მაგალითს გვთავაზობს, რომელიც შემოდგომის დადგომას გულშემატკივრებთან ერთად ზეიმობს და მათ საყვარელი რეცეპტების გაზიარებისკენ მოუწოდებს:

რაც შეეხება ტოპ ფანების ბეიჯებს, ეს უკვე მომხმარებელთა სახელის გვერდით გამოჩნდება. ამგვარად, ედ შირანის ტოპ ფანის ნაცვლად, ახლა Sheerio შეგიძლიათ, იყოთ… ამგვარად, მეტას სურს გულშემატკივრებმა Facebook-ს უფრო სერიოზულ პლატფორმად შეხედონ საყვარელ კრეატორებთან დაკავშირების თვალსაზრისით.











