in

Facebook-მა ვიდეოჩათისთვის ახალი გაჯეტი გამოუშვა

veon
veon

Facebook-ი მომხმარებლებს მეგობრებთან კომუნიკაციის ახალ საშუალებას სთავაზობს. ეს არც აპლიკაციაა და მით უმეტეს, არც ვირტუალურ – რეალური სივრცე. საუბარია ახალ გაჯეტ Portal-ზე. მოწყობილობით შესაძლებელია ვიდეოზარით დაკავშირება, აქვს 12 მეგაპიქსელიანი კამერა და HD ეკრანი.

Portal-ის გამოყენება ძალიან მარტივია. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, თქვენს Facebook-ის მეგობარს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაურეკავთ, მის გამოსახულებას დაინახავთ და ხმას გაიგებთ. გაჯეტის ფასი ეკრანის ზომების მიხედვით განსხვავდება – პატარა მოდელი $199 ღირს, დიდი კი $349. 

აჭარისა და ბათუმის ბრენდის ახალი იდენტობა – ოთხსეზონიანი ტურისტული რეგიონი საქართველოში!

81 წლის ქალი, რომელმაც მარათონი გაირბინა! – Nike-ის ვიდეორგოლი