in

Facebook-მა „სასაცილო“ შედეგების გამო თავისივე AI გააუქმა

veon
veon

უამრავი კრიტიკის შემდეგ, თანაც, სულ რამდენიმე დღეში Facebook-მა AI წაშალა, რომელიც ბუნდოვნად სარწმუნო ჟღერადობის მქონე, თუმცა რეალურად უაზრო აკადემიურ ნაშრომებს წერდა… ახლა კი, მოდით, ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ:

Meta-მ თავისი Galactica AI 15 ნოემბერს გამოუშვა და გააჩერა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში სამეცნიერო ნაშრომებისთვის გათვლილ Large Language Model (LLM)-ს მისი სახალისო შედეგების გამო დასცინოდნენ. კრიტიკოსებს შორის ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი გარი მარკუსიც იყო, რომელმაც სისტემას სისულელე უწოდა.

პროექტმა ხაზი გაუსვა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის უცნაურ დომენს: მას შეუძლია მრავალი სიტყვის გამოთქმა, რომლებიც თემატურია, მაგრამ დეტალური შემოწმებით ძალიან ცოტას თუ აქვს რაიმე აზრი… Galactica-ს ერთ-ერთ სასაცილო შემთხვევაზე ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი დევიდ ჩეპმენიც საუბრობს, რომელმაც Y Combinator-ის თემა დააკავშირა იქ, სადაც ვიღაც კოსმოსის დათვების შესახებ ვიკიპედიის სტატიას წერდა. სისტემამ კი შემოგვთავაზა სრულიად მცდარი მოსაზრება საბჭოთა კავშირის დათვის ბარსის შესახებ, რომელიც ​​Sputnik 2 à la Laika-სთან ერთად გაუშვეს. დიახ, იმ ძაღლთან ერთად, რომელიც კოსმოსში დაიწვა…

თუმცა ხუმრობების გარდა, ხელოვნური ინტელექტის სისტემის გაუქმება საჯარო აღიარებამაც გამოიწვია იმის შესახებ, რომ სისტემა ძალიან ადრე გამოვიდა.

რეალობა ისაა, რომ დიდი ენობრივი მოდელები, როგორიცაა GPT-3 და Galactica, უყურადღებოდ იქცევა, ისინი ძლიერები, მაგრამ დაუფიქრებლები არიან და სავარაუდოდ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის დეზინფორმაციის გამოწვევას, — განმარტავს მარკუსი.

„გურმემ“ ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო

ისლანდიამ ბილბორდი ორბიტაზე გააგზავნა — “Iceland. Better Than Space”