18
Mar
2019

Facebook ვიდეოთამაშების სტრიმინგის განყოფილებას ამატებს

18 Mar 2019

Facebook-ს ვიდეოთამაშების სტრიმინგის განყოფილება ემატება. გეიმერების განყოფილება ახალი ამბების კედლის, ვიდეოპლატფორმისა და ნოტიფიკაციების გვერდით, სანავიგაციო ველზე გამოჩნდება. ახალი განყოფილება იქმნება მათთვის, ვინც გეიმერების პირდაპირი ეთერებით ინტერესდება და ამ სფეროში სიახლეების გაცნობა სურს. აღნიშნულ განახლებას ყველა მომხმარებელი ეტაპობრივად, ნელ-ნელა მიიღებს. 

განხილვა