მიუხედავად სხვადასხვა სოციალური ქსელის არსებობისა, Facebook თავის აქტუალობას მაინც არ კარგავს. საერთო ჯამში, დაახლოებით 3.07 მილიარდი ადამიანი ყოველთვიურად შედის ამ აპლიკაციაში. შესაბამისად, Facebook კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშეა ბრენდებისა და შემქმნელებისთვის.
ხელოვნური ინტელექტის, ვიდეოსა და ელექტრონული კომერციის ახალი განახლებების წყალობით, ის დროსთან ერთად ვითარდება და მრავალ შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა კვლავ აქტუალურ და რთულ საკითხად რჩება კითხვა – როგორ მოვიპოვო მეტი გამომწერი Facebook-ზე?
ვინც ამ კითხვის პასუხს ეძებთ, კარგი ამბავი გვაქვს – Facebook-ზე გამომწერების გასაზრდელად ჰაკერობა ან უზარმაზარი სარეკლამო ბიუჯეტი არ გჭირდებათ — უბრალოდ თანმიმდევრული, სტრატეგიული ჩვევები უნდა გამოიმუშაოთ და სწორი ინსტრუმენტები შეარჩიოთ.
აქ არის რჩევები, თუ როგორ უნდა გაზარდოთ გამომწერები 2025 წელს.
პირველ რიგში, თუ გსურთ მეტი Facebook გამომწერის მოზიდვა, ნუ შექმნით თქვენი ბიზნესისთვის პერსონალურ პროფილს – თქვენ უნდა შექმნათ Facebook გვერდი ან გადაიყვანეთ პროფილი პროფესიონალურ რეჟიმზე.
გაითვალისწინეთ, რომ Facebook გვერდი გაძლევთ წვდომას უფრო მოწინავე ინსტრუმენტებზე, როგორიცაა Facebook Ads Manager.
Facebook გვერდის ან პროფილის შექმნის შემდეგ, აუცილებლად შეავსეთ ყველა არსებული ველი, რათა თქვენმა გამომწერებმა და პოტენციურმა გამომწერებმა იცოდნენ, რომ თქვენი ანგარიში სრულიად ლეგიტიმურია.
გააზიარეთ ავთენტური კონტენტი, რომელიც ჩართულობას გამოიწვევს
კარგად დამუშავებული ფოტოებით, სახალისო ვიდეოებით, გამოცდილების გაზიარებითა და მსგავსი შინაარსის პოსტებით, თქვენი აუდიტორია ნელ-ნელა გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ისაუბროთ აქტუალურ თემებზე, რომლებიც ყველას აინტერესებს. ამით თქვენს იმიჯს წინ წამოსწევთ.
ცადეთ სხვადასხვა ფორმატი და ნახეთ, რომელი უფრო იწვევს ჩართულობას. ამის შემდეგ გეცოდინებათ, რა უფრო მოსწონს აუდიტორიას და გამომწერებიც მოგემატებათ.
იყავით აქტიური
მომხმარებელი თუ უყურებს გვერდს ან პროფილს, რომელიც ათასში ერთხელ პოსტავს, მისი გამოწერის სურვილი არ გაუჩნდება. უნდა დაანახოთ, რომ აქტიური ხართ და რაღაც საინტერესოს შეთავაზება შეგიძლიათ.
პოსტების იდეალური დროისა და რაოდენობის გაგებას ექსპერიმენტები სჭირდება. ამისთვის კი საუკეთესო რჩევაა, გამოაქვეყნოთ პოსტები რაც შეიძლება ხშირად — ყოველდღიურად თუ არა კვირაში სამჯერ მაინც.
სასურველია, იქონიოთ კონტენტკალენდარი
თანმიმდევრულობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმარტივესი გზა წინასწარ დაგეგმვაა. სწორედ აქ ერთვება კონტენტკალენდარი. ბოლო წუთში იდეების ძიების ნაცვლად, შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ თქვენი პოსტები და ყოველთვის გქონდეთ მზად გამოსაყენებლად.
კარგი კალენდარი დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ ხარვეზები, შეინარჩუნოთ ბალანსი და თავიდან აიცილოთ კითხვა „რა უნდა გამოვაქვეყნო დღეს?“.
საუკეთესო კონტენტის ხელახლა გამოყენება
ყველა პოსტი ნულიდან არ უნდა დაიწყოს. აიღეთ კონტენტი, რომელიც კარგად მუშაობდა სხვა პლატფორმებზე (ან თუნდაც Facebook-ზე ადრე გამოქვეყნებულ პოსტებზე) და მიეცით მას ახალი სიცოცხლე. გადააქციეთ ბლოგპოსტი ციტატად, ან დაყავით ვიდეო მოკლე კლიპებად.
სტატისტიკურად, სურათის შემცველ პოსტებს Facebook-ზე უფრო მეტი მოწონება, კომენტარი და გაზიარება აქვს, ვიდრე დანარჩენს. ეს ჩართულობა Facebook-ის ალგორითმს ეუბნება, რომ პოსტი ღირებულია, რაც ზრდის მის სხვა სიახლეებში გამოჩენის ალბათობას.
გამოიყენეთ ისტორიები
ისტორიები შესანიშნავი და უტყუარი საშუალებაა გამომწერების მოსაზიდად. შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ:
- კულისებს მიღმა მომენტები
- სწრაფი განახლებები
- მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი
- თქვენი სამუშაო სივრცის მიმოხილვა
- Facebook Live ჩართოთ, რომელიც გაუფილტრავი ხელსაწყოა ნდობის მოსაპოვებლად
თუ რაიმე ღონისძიებას მასპინძლობთ, ვირტუალურს თუ რეალურს, აუცილებელია, მათთვის Facebook Event-ის ფორმატი გამოიყენოთ.
შექმენით კონტენტი, რომელიც იქნება სასარგებლო, გასართობი, შთამაგონებელი და მორგებული თქვენს იდეალურ გამომწერებზე. გამოაქვეყნეთ პოსტები მუდმივად (სოციალური მედიის კალენდარი დაგეხმარებათ), უპასუხეთ კომენტარებს და მაქსიმალურად გამოიყენეთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოები და ისტორიები. გააზიარეთ კულისებს მიღმა არსებული კონტენტი, აღნიშნეთ მნიშვნელოვანი მოვლენები და შედეგი აუცილებლად დადგება.