7
Jun
2019

Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 18 ივნისს წარადგენს

7 Jun 2019

Alta
Alta


Facebook-ს საკუთარი კრიპტოვალუტა ექნება და ის მას, ოფიციალურად, 18 ივნისს წარადგენს. ინფორმაციას გამოცემა The Information, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ხოლო BBC-ს ცნობით, Facebook-ის კრიპტოვალუტა – GlobalCoin-ის გამოყენება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი.

Facebook-ის ბლოკჩეინ პროექტი PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტისა და Facebook Messenger-ის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის – დევიდ მარკუსის მიერ იმართება. პირველ ეტაპზე, GlobalCoin-ით ანგარიშსწორების გზა შეუძლიათ აირჩიონ ფეისბუკის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც პროექტ Libra-ზე მუშაობენ. გარდა ფეისბუკის თანამშრომლებისა, GlobalCoin-ის სამიზნე აუდიტორია ისეთი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაა, სადაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი ვალუტა მყარი არ არის. GlobalCoin-ით სხვადასხვა გადახდების წარმოება იქნება შესაძლებელი, ასევე, facebook გეგმავს ATM აპარატების გამოყენებასაც, რისი საშუალებითაც, GlobalCoin-ის ტრადიციულ გადახდის საშუალებად – ქეშად ქცევა იქნება შესაძლებელი.

განხილვა