in ,

Facebook-სა და Google-ში იციან თქვენი პორნოსაიტების ისტორია, Incognito-ს გამოყენების შემთხვევაშიც

Google და Facebook პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებლებს „უთვალთვალებენ“, იმ შემთხვევაშიც, თუ ვიზიტორი საიტს Incognito-ს ფუნციის გამოყენებით სტუმრობს. ამის შესახებ პენსილვანიის უნივერსიტეტის, კარნეგი მელონის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის სპეციალისტების ერთობლივი კვლევის შედეგებში ვკითხულობთ. აკადემიური კვლევა 22484 პორნოსაიტის შესწავლას ეყრდნობა. აღმოჩნდა, რომ პორნოსაიტების 93% გადასცემს ინფორმაციას მესამე პირს. ისინი იყენებენ ვებთვალთვალის ფუნქციას, რომლითაც მათ Google, Facebook ან Oracle უზრუნველყოფს. ნაკვლევი საიტების 74 % Google-ის თვალთვალის ფუნქციას იყენებს, 24% Oracle-ს, ხოლო 10% Facebook-ს.

The New York Times-თან საუბრისას, კვლევის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი Microsoft-იდან – ელენა მარისი აღნიშნავს, რომ პორნოსაიტებს მართებთ მეტი დაფიქრება იმ მონაცემების დაცვაზე, რომლებსაც ფლობენ. უნდა გაიაზრონ, რამდენად მგრძნობიარე ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. მაგალითად, ინფორმაციაზე, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანების ჯანმრთელობას. The New York Times-ის ცნობითვე, პერსონალურ მონაცემთა ექსპერტების ცნობით, შესწავლილი ვებგვერდების მხოლოდ 17% ამუშავებს ინფორმაციას სტანდარტებთან ახლოს, დანარჩენი ონლაინრესურსების მომხმარებლები კი, ჰაკერების წინაშე, დაუცველები არიან.

რაც შეეხება „ინკოგნიტოს“ ფუნქციას. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ ფუნქციის გამოყენებით პორნოსაიტების სტუმრობა პერსონალური ინფორმაციის დაცვისთვის საუკეთესო გზა იყო. თუმცა, ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით, ეს გზა მომხმარებლებს მონაცემთა გაჟონვისგან ვერ იცავს. ამ შემთხვევაში, მონაცემები არ ინახება მომხმარებლების ისტორიაში, თუმცა მაინც მიეწოდება მესამე პირს.

ნაკლვლევი საიტების 45%-ზე, პორნოგრაფიულ მასალაზე გადასვლისას ვიღებთ URL-ს, რომელიც ამა თუ იმ მასალის შინაარსზე მეტყველებს. სპეციალისტების აზრით, ის რომ URL-ის დონეზეც კი შესაძლებელია მომხმარებლის პრეფერენციების განსაზღვრა, მეტ შანსს იძლევა იმისათვის, რომ მათ ჯანმთელობასთან თუ სურვილებთან დაკავშირებული ინფორმაცია ვინმემ მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მით უფრო აქტუალური შეიძლება იყოს ეს პრობლემა იმ ქვეყნებში, სადაც ჰომოფობიური განწყობები გვხვდება არამხოლოდ სამოქალაქო, არამედ სახელმწიფო კანონის დონეზეც.

UNILAD-თან საუბრისას Google-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი ამ მონაცემებს არ იყენებენ მარკეტინგული მიზნებისთვის.

ნატახტარში „კოკა-კოლას“ ქარხნის მშენებლობა დასრულდა

Pepsi აფრიკის ბაზარზე – ბრენდმა ადგილობრივი კომპანია $1.7 მილიარდად იყიდა