in

ამიერიდან Facebook-ის ჯგუფებში ზედმეტსახელებით დაპოსტვას შეძლებთ

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის წევრებს დაპოსტვა თავიანთი რეალური სახელის ნაცვლად, ზედმეტსახელით შეეძლებათ, რაც მშვენიერი ალტერნატივაა პოსტების ანონიმურად განთავსების. თუ ანონიმური დაპოსტვის შემთხვევაში, მომხმარებლებს ისე შეუძლიათ დაპოსტონ, რომ აღნიშნული Facebook პროფილსა თუ რეალურ იდენტობას არ უკავშირდებოდეს, ეს მიდგომა ჯგუფის სხვა წევრებს არ აძლევს საშუალებას, გაეცნინ მას ან მიჰყვნენ მის განახლებებს დროთა განმავლობაში.

ეს ფუნქცია კი იმ ჯგუფებისთვის იქნება გამოსადეგი, რომლებშიც პერსონალურ ინფორმაციებს აზიარებენ და კონფიდენციალურობა მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა ფიქრობენ, რომ ასე Facebook Groups Reddit-სა და Discord-ს დაემსგავსება, სადაც მომხმარებლები ასევე ზედმეტსახელებს იყენებენ. ეს მნიშვნელოვანი გადახვევაა Facebook-ის რეალური სახელის პოლიტიკიდან, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს თავიანთი რეალური სახელით წარმოჩენას სთხოვდნენ ყველა სივრცეში. 

თუმცა აღნიშნული იმით აიხსნება, რომ Facebook აღარ არუს მხოლოდ ოჯახებთან და მეგობრებთან საურთიერთობო სვრცე, Facebook Groups-მა სრულიად უცხო პირებთან კომუნიკაციაც შესაძლებელი გახადა, რამაც პირადი მონაცემების კონფიდენციალობის საჭიროება წარმოშვა.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლები ზედმეტსახელს დააყენებენ ჯგუფში, ჩვეულებრივ დაპოსტავენ, დააკომენტარებენ და გამოხატავენ რეაქციებს ამ სახელით. ასე თავიანთ პროფილსა და სურათს დამალავენ გუნდის წევრებისგან, თუმცა აღნიშნულზე წვდომა ჯგუფის ადმინებს, მოდერატორებსა და Facebook სისტემებს მაინც ექნება. 

საინტერესოა, რომ მომხმარებლებს ამ ზედმეტსახელების შეცვლაც შეეძლებათ. თუმცა მნიშვნელოვანია Community Standards-ს შეესაბამებოდეს და კონკრეტულ სახელს გუნდის სხვა წევრი არ იყენებდეს. ამ სახელისთვის ცალკე პროფილის სურათის დაყენებასაც შეძლებთ.

ფუნქციაზე წვდომის მისაღებად Post anonymously-ის გვერდით არსებულ ღილაკს უნდა დააჭიროთ და შემდგომ ზედმეტსახელზე იფიქროთ. ფუნქციის გამორთვას ნებისმიერ დროს შეძლებთ და კვლავ რეალური სახელითა და გვარით დაპოსტვას.

ნიკნეიმის შეცვლა 2 დღეში ერთხელაა შესაძლებელი, თუმცა ეს მომხმარებელს წინა პოსტებისა თუ კომენტარებისგან დისტანცირების საშუალებას არ სთავაზობს. უბრალოდ სახელი გადაეწერება, სხვა ყველაფერი იგივე დარჩება. ხოლო თუ მომხმარებლები სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვა ზედმეტსახელს იყენებენ, სახელის ცვლილებაც ბუნებრივად იმ კონკრეტულ ჯგუფში არსებულ პოსტებზე, კომენტარებსა და რეაქციებზე იმოქმედებს. მომხმარებლებს კი შეეძლებათ კონკრეტული ნიკნეიმების მქონე პირები დაბლოკონ.

ფუნქცია გლობალურად ხელმისაწვდომია, თუმცა ჯგუფის ადმინის თანხმობას მოითხოვს, რათა გააქტიურდეს.

20-21 დეკემბერს, თბილისში Spotlight ჩატარდება

Placemakers-ის პროექტი The Lake – ბუნებასთან შერწყმული საცხოვრებელი უბანი ლისის ტბის ფერდობზე