11
Jul
2019

Facebook-ზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პოსტებს ალგორითმი გააკონტროლებს

11 Jul 2019

Alta
Alta


ხშირად, ჩვენს სიახლეების ზოლებში ვხვდებით განხილვებს, რომლებიც ფიტნესს, ჯანმრთელობას, ან გახდომის საშუალებებს უკავშირდება. ამ საკითხებთან დაკავშირებული გაცნობიერებული, ან გაუცნობიერებელი დეზინფორმაციის შესამცირებლად ფეისბუკმა ახალი გზა შეიმუშავა. ნიუს ფიდის ფარგელბში მომუშავე ახალი ალგორითმი, ამა თუ იმ პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე იღებს გადაწყვეტილებას, დაადასტუროს თუ არა ის, ანუ, დართოს, თუ არა ნება ავტორს მის გამოსაქვეყნებლად. ეს ვრცელდება პოსტებზე, რომლებიც ჯანმრთელობას, მედიცინას, კონკრეტულ დაავადებათა მკურნალობას ეხება. გარდა ამისა, ხშირად შეგვხვედრია რეკლამები სასწაულმოქმედი წამლებისა თუ გასახდომი საშუალებების შესახებ. შესაბამისად, შეზღუდვა შეეხება ჯანმთელობასთან დაკავშირებული პროდუქტის ან მომსახურების რეკლამასაც.

ფეისბუკის ახალი მიდგომა ორ მიმართულებას აერთიანებს – სენსაციური მტკიცებების შემცველი პუბლიკაციების დაბლოკვასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროდუქტის/მომსახურების რეკლამის კონტროლს. ამას ალგორითმი ფრაზების ანალიზით შეძლებს.

განხილვა