in ,

გასული საუკუნის ქართველი გმირები Facebook-ზე გამოჩნდნენ! დამოუკიდებლობის ისტორია მისი მთავარი პერსონაჟებისგან!

26 მაისისთვის მზადება თბილისსა და რეგიონებში უკვე დაიწყო. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობიდან წელს 100 წელი შესრულდება. ცხადია, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, საქართველოს სახელმწიფოებრივობისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენები ვითარდებოდა, თუმცა, როგორ იყო ეს კონტექსტი აღქმული, თვითონ, დამოუკიდებლობის ისტორიის შემქმნელების მხრიდან? იმისათვის, რომ ეს მოვლენები თანამედროვე ქართველისთვის უფრო ხელშესახები და ცხადი გამხდარიყო, მთავრობის ადმინისტრაციისა და „ლივინგსტონის“ კოლაბორაციით, დაიგეგმა სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც, შეიქმნა ფეისბუკ გვერდები საქართველოს დამოუკიდებლობის 10 მთავარი აქტორისთვის. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ისინი თვითონ გადმოგვცემენ მათ მიერ შექმნილ ისტორიასთან დაკავშირებულ ფაქტებსა და დამოკიდებულებებს.

BOG
BOG

 


ფეისბუქ გვერდებზე გაცოცხლებული 10 მთავარი პერსონაჟი: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი კვინიტაძე, აკაკი ჩხენკელი, მარო მაყაშვილი, ქრისტინე შარაშენიძე, ზაქარია ფალიაშვილი, სანდრო ახმეტელი და ივანე ჯავახიშვილი თავიანთ და ქვეყნის 100 წლის წინანდელ ისტორიას, სტატუსების, საინტერესო ფაქტების, ფოტოების, ვიდეოებისა და კომენტარების საშუალებით გვიზიარებენ. 

როგორც კამპანიის ავტორები აცხადებენ, უახლოეს მომავალში, ამ 10 გვერდის საშუალებით, გავრცელდება ფეისბუკ ლაივების სერიაც. ლაივების სერია შედგება 4 გაცოცხლებული ისტორიული მოვლენისგან, რომელიც წინ უძღოდა დამოუკიდებლობის მიღებას.

ფეისბუკ გვერდებთან ერთად შეიქმნება ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სრული ინფორმაცია მთავარი მოქმედი პერსონაჟების შესახებ და მათი რაკურსით დანახული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. ისტორიის უკეთ წარმოსადგენად, ვებგვერდზე მოცემულია ეპოქის ამსახველი სხვადასხვა საარქივო მასალა.

„გაცოცხლებული ისტორია“ არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იმ მარკეტინგული კამპანიისა, რომელსაც დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ისტორიული პერსონაჟების სოციალურ ქსელში გაცოცხლების იდეა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის, ხოლო კამპანიის იდეურ განვითარებაზე და მის აღსრულებაზე ზრუნავს სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონი“. კამპანიის კონტენტის მოძიებასა და დამუშავებაზე მუშაობს ისტორიკოს-მკვლევარების ჯგუფი და კომპანია „ლივინგსტონი“. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ჯაბა სამუშია, დოდო ჭუმბურიძე, გიორგი კალანდია და ლევან თაქთაქიშვილი. კამპანიაში გამოყენებული მასალა ეკუთვნის: საქართველოს ეროვნულ არქივს, ეროვნულ მუზეუმს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელოვნების სასახლეს, ხელნაწერთა მუზეუმს და ლიტერატურის მუზეუმს.

14 მლნ ნახვა 24 საათში! “ეს ამერიკაა”! – Childish Gambino-ს ვირუსული ვიდეორგოლი ძალადობის წინააღმდეგ

საოჯახო მარნის ღვინო „ცისფერყანწელები“, რომელიც მხოლოდ ქუთაისში იყიდება