შემდეგ ჯერზე, როცა Instagram-ის ან Facebook-ის გვერდს ჩამოსქროლავთ, შესაძლოა, AI-ის მიერ რედაქტირებული ვიდეო რეკლამა შეგხვდეთ — Meta ახალი AI რედაქტირების ხელსაწყოების გამოცდას იწყებს, რომლებიც რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას მისცემს, სურათებისგან ანიმაციები შექმნან და ვიდეოს მასშტაბიც გაზარდონ.
AI ანიმაციის ხელსაწყოს დახმარებით, რეკლამის განმთავსებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სტატიკური სურათი ატვირთონ და შემდეგ, მეტას ხელსაწყოს დახმარებით, ვიდეო დააგენერირონ. მაგალითისთვის, თუ სურათზე ქილაში მოთავსებული მარწყვებია ასახული, ანიმაციური ხელსაწყოს ჩართულობით, მარწყვები ქილაში მოძრაობას დაიწყებს.
მეტიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალ ხელსაწყოებს არსებული ვიდეოს გადიდებაც შეუძლია. იგი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა დააგენერიროს „უხილავი პიქსელები თითოეულ ვიდეოში“, რომ მისი ზომა გაზარდოთ. თითქმის იმ AI ხელსაწყოების მსგავსია, რომლებიც სურათის უკანა ფონის გაზრდის საშუალებას იძლევა. თანაც მეტა ამ ფუნქციების ჩაშვებას უკვე იწყებს და გლობალურად ხელმისაწვდომს შემდგომი წლის დასაწყისისთვის გახდის.
ეს ხელსაწყოები უკვე არსებულ AI ფუნქციებს დაემატება, რომლებიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, რეკლამების შექმნისას ტექსტი თუ სურათები დააგენერირონ…
თუმცა Meta არ არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს კონტენტის ხელოვნური ინტელექტით შექმნის საშუალებას აძლევს. მაგალითისთვის Amazon პროდუქტის სურათების დახმარებით ვიდეოებს ქმნის, ხოლო TikTok ექსპერიმენტებს ატარებს და AI-ის მიერ გენერირებულ ავატარებს რეკლამებში იყენებს.