in ,

სანამ Facebook Instagram-ს იყიდდა – გასაჯაროვდა Instagram-ის თანადამფუძნებლის მიმოწერა ინვესტორთან

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, რა ეტაპებს გადის კომპანიის დამფუძნებელი მანამ, სანამ მის გაყიდვას გადაწყვეტს, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული შანსი გეძლევათ ამ კითხვას პასუხი გასცეთ. მით უფრო, პასუხი გასცეთ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების მაგალითზე, როგორიც Instagram იყო და როგორიც Facebook-ია

უფრო კონკრეტულად, აშშ-ს სასამართლო კომიტეტმა, ანტიმონოპოლიური გამოძიების შედეგად, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც Instagram-ის თანადამფუძნებელს – კევინ სისტრომსა და ინვესტორ – მეთ კოლერის მიმოწერას ასახავს. მიმოწერა ეხება 2012 წელს, ფეისბუკის მხრიდან ინსტაგრამის ყიდვის შეთავაზებას და ასახავს ტექნოლოგიური კომპანიის მფლობელის დამოკიდებულებას, მსჯელობასა და იჭვნეულობას, მაშინ როცა მისი პროდუქტის ყიდვას მასზე დიდი კომპანია ცდილობს. შეგახსენებთ, რომ Instagram, 2012 წელს, Facebook-მა 1 მილიარდ დოლარად იყიდა.

აღსანიშნავია, რომ მიმოწერაში ინსტაგრამის თანადამფუძნებელი გამოთქვამს ეჭვს, რომ ზაკერბერგი „დამანგრეველ რეჟიმზე“ გადავა, იმ შემთხვევაში, თუ Instagram დამოუკიდებლად დარჩენას გადაწყვეტს. ტექნოლოგიური მონოპოლიის წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას აქამდე არაერთ ტექნოლოგიურ გიგანტთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუსაჯაროვებია, Instagram-ის თანადამფუძნებლის მიმოწერა კი ერთ-ერთი ასეთია.

მაშ ასე, რა მოხდება, თუ ტექნოლოგიურ გიგანტს პროდუქტის მიყიდვაზე უარს ვეტყვით? 
ა) გადავა დამანგრეველ რეჟიმზე;
ბ) გაიგებს, თუ გაყიდვის ნაცვლად ზრდის გადაწყვეტილებას მივიღებთ;
გ) გაიგებს, რომ პროდუქტის მფლობელს მისი ერთ კომპანიასთან დაკავშირება არ უნდა.

კევინ სისტრომი და მეთ კოლერი ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ პასუხი არის ა) – გადავა დამანგრეველ რეჟიმზე და მეტიც, დამანგრეველ რეჟიმს აამოქმედებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ Instagram არც ისე წარმატებული პლატფორმა იქნება. მიმოწერას შეგიძლიათ ქვემოთ, დეტალურად გაეცნოთ. აქ აღმოაჩენთ, რომ ზაკერბერგის შემოთავაზებას Instagram-ის თანადამფუძნებელი და ინვესტორი უნდობლად ხვდებიან. ისინი ღიად გამოთქვამენ ეჭვს, რომ ფეისბუკის ფრთის ქვეშ ყოფნა, მათი პროდუქტისთვის, შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს, თუმცა, განიხილავენ იმასაც, რომ შემოთავაზებაზე უარის თქმა უარეს შედეგს შეიძლება ნიშნავდეს… საინტერესოა ისიც, რომ ზაკერბერგისთვის მისაწერ წერილებს Instagram-ის თანადამფუძნებელი ინვესტორთან ათანხმებს.

ყავის ქართული კომპანია „მეამას“ ოფისმა მსოფლიო არქიტექტურის კონკურსში გაიმარჯვა

აქ, ახლა გაიგე, არგონავტების მითის რომელი გმირი ხარ!