in , ,

კამპანიამ, რომელიც Facebook-მა და Instagram-მა დაბლოკა, კანის ოქროს ლომი მოიპოვა

წლევანდელ კანის კრეატიულ ფესტივალზე, რომელიც 25 ინვისს დასრულდა, კამპანიამ “Check it before it’s removed” მთავარი პრიზი, კანის ოქროს ლომი, კიბერ კატეგორიაში აიღო. ამას გარდა, კიდევ ორი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს ლომი მოიპოვა.

 

https://www.youtube.com/watch?v=vcj-0PS5z7s

 

კამპანიაზე სააგენტო DDB Berlin-მა იმუშავა და ის მიზნად მკერდის კიბოს შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავს და ქალებს ამ დაავადების პრევენციისთვის მკერდის ხშირად შემოწებისკენ მოუწოდებს.   

კამპანია სოციალურ მედიაში გასავრცელებლად შეიქმნა, მის ფარგლებში გავრცელებული ფოტოების ძირითადი აუდიტორია სწორედ  სოციალური ქსელების მომხმარებლები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ისინი Facebook-სა და Instagram-ზე სიშიშვლის გამომსახველ კონტენტთან დაკავშირებით არსებული შეზღუვების გამო დაბლოკეს.

ექსპერიმენტში 17-მა გამბედავმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ქალებამდე საჭირო ინფორმაციის მიწვდენას შეეცადნენ. მალე კამპანიას უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მედია საშუალებებში ფოტოები სულ უფრო ხშირად ჩანდა. მალე Facebook-მა და Instagram-მა ამ თემაზე გავრცელებული პოსტების წაშლა შეწყვიტა და კამპანიის ფარგლებში გავრცელებული იმ ვიდეორგოლის გაზიარება დაიწყო, რომელშიც ქალებს შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ უნდა შეიმოწმონ მკერდი.

 

 

შედეგად, მკერდის კიბოს შესახებ 29 მილიონმა ადამიანმა შეიტყო. ქალთა საერთაშორისო დღისთვის ამ თემაზე არსებული ცნობადობა თითქმის 28%-ით გაიზარდა.

როგორ შექმნა ინდოელმა დიზაინერმა რემბრანდტის ციფრული შედევრი? – Adobe Stock-ის ექსპერიმენტი

კაპაროლის დათბუნების სისტემები – CAPAROL