in

Facebook გეგმავს, რომ Messenger-იდან, Instagram-სა და WhatsApp-შიც შევძლოთ მიმოწერა

ფეისბუკი მუშაობს ე.წ. „კროს-მესიჯინგზე“, ანუ სიახლეზე, რომელიც ნიშნავს, რომ მესენჯერიდან მიმოწერა „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფზეც“ შევძლოთ, თუმცა თითოეული სერვისი ცალკეულ აპლიკაციად ფუნქციონირებას გააგრძელებს, – ამის შესახებ The New York Times წერს. ამ შესაძლებლობით, ფეისბუკი ვარაუდობს, რომ ის უფრო მეტ მომხმარებელს შეიძენს და შეტყობინების გაგზავნის ეს შერეული სისტემა მომხმარებლების ძირითად სერვისად იქცევა. ფეისბუკს, სოციალური ქსელებიდან, ყველაზე ბევრი მომხარებელი ჰყავს და ამ აქტივების კომბინაციით, კომპანია შეძლებს, „ეფლის“ imessage-ისა და გუგლის შეტყობინების გაგზავნის სერვისების პირდაპირი კონკურენტი გახდეს.

ჩინეთში „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ გაიხსნება

“ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს