in

Facebook კონტენტის შემქმნელებს $1 მილიარდს გადაუხდის!

სოციალური გიგანტი მოწინავე პოზიციების გამყარებისთვის იბრძვის

veon
veon

კომპანია Facebook-ში ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების როლი, რომლებიც თავიანთ ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. სწორედ ამიტომ, ახალი პროგრამები გამოცხადდა, რომელთა ფარგლებში კონტენტის შემქმნელები მილიარდ დოლარს მიიღებენ.

“გვსურს, მილიონობით კონტენტის შემქმნელების საარსებო მინიმუმისთვის უკეთესი პლატფორმები წარვადგინოთ” – წერს კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი.

ახალი პროგრამა ფეისბუქის კონტენტის შემქმნელებისთვის

ახალი პროგრამის ფარგლებში კონტენტის შემქმნელები ოთხი თვის განმავლობაში სტანდარტული რეკლამის შემოსავლის გარდა, რომელიც პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეოებში ჩნდება, ბონუსსაც მიიღებენ.

ასევე, თამაშის შემქმნელებს შეეძლებათ, Stars Challenges ბონუსი მოითხოვონ. ისინი გულშემატკივრებისა და მიმდევრების პირდაპირი შემოწირულობების საშუალებით მონეტიზაციას მიაღწევენ. ამიტომაც, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, Facebook ფინანსურ პრემიას მისცემს თამაშის შემქმნელებს, რომლებიც “ვარსკვლავების” გარკვეულ ეტაპს მიაღწევენ.

როგორც ცნობილია, ამ საავტორო პროგრამებს ამჟამად მხოლოდ მოწვევით იყენებენ, თუმცა ეს VIP პირებს არ ნიშნავს. თანაც, კომპანია მცირე რაოდენობის ადამიანებს ახალ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევს.

ამის პარალელურად, ტექნიკური სტარტაპის დამფუძნებელმა, რომელსაც ინსტაგრამის 13 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, Twitter-ზე მისი მოწვევის სქრინშოთი გააზიარა. ფოტოებზე ნაჩვენებია, რომ კომპანია ინსტაგრამზე კონტენტის შემქმნელებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად პრემიებს გადასცემს.

გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში სხვა პროგრამებიც ვრცელდება, როგორიცაა, მაგალითად, IGTV სარეკლამო პრემიები, რაც ფინანსურ სტიმულს მისცემს მოწვეულ ავტორებს.

დაბოლოს, Reels Summer Bonus არის Facebook- ის მიერ ბოლო დროს გამოცხადებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონტენტის შემქმნელები Instagram Reels-ზე გაზიარებული ვიდეოების სანაცვლოდ მიიღებენ ბონუსებს.

“კონტენტის შემქმნელებში ჩადებული ინვესტიციაში ახალი არაფერია. თუმცა მოხარული ვარ, რომ დროთა განმავლობაში უფრო ვითარდება ეს სფერო” – ამბობს ზაკერბერგი. ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც ფეისბუქი YouTube-თან კონკურენციისთვის ემზადებოდა, კომპანიამ ვიდეო შინაარსის შექმნასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ინვესტიციაზე ისაუბრა. მართალია, ზოგიერთი პირისთვის ეს საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ ამას მასობრივი სახე არ ჰქონია.

საგულისხმოა, რომ ფეისბუქი უკვე დიდი ხანია ეფექტური კონკურენციის გაწევისთვის იბრძვის – ძირითადი აქცენტი იმ მთავარ პლატფორმებზე კეთდება, რომლებიც ვიდეო კონტენტის შემქმნელთა სინონიმად იქცა.

ამასთან, 2017 წლიდან ამოქმედებული Facebook Watch მიზნად ვიდეო შემქმნელების მოზიდვას ისახავდა. თანაც, გასული წლის დეკემბერში კომპანიამ 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო თამაშის შემქმნელებში.

რაც შეეხება ინსტაგრამს, ამ შემთხვევაში კონკურენციის გაწევა ისეთი სახით პლატფორმასთან ხდება, როგორიცაა TikTok. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მცდელობამ სხვებზე წარმატებით ჩაიარა, ვერც ფეისბუქმა და ვერც ინსტაგრამმა ვერ მიაღწიეს მიზანს, გახდნენ YouTube-ის, Twitch-ის ან TikTok-ის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა.

ახლა კი, როცა მარკ ზაკერბერგი მილიარდ დოლარიან ინვესტიციაზე საუბრობს, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად მიაღწევს სოციალური გიგანტი მოწინავე უპირატესობას.

საქართველოს ბანკმა Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო

დამბლადაცემული ადამიანის ტვინის სიგნალები სიტყვებად გარდაიქმნება!