in ,

Facebook გვანიშნებს, რომელი მედიასაშუალებები მუშაობენ ხელისუფლების გავლენის ქვეშ

Facebook იწყებს მედიასაშუალებების ფეისბუკ გვერდების შესწავლას, რომლის შედეგადაც მათ სპეციალურ ნიშნებს მიანიჭებს. ცოტა ხანში, შეგვეძლება გავიგოთ, რომელი მედიასაშუალება განიცდის ხელისუფლების ზემოქმედებას. ამ ფუნქციის ამოქმედების შესახებ კომპანიამ 2 დღის წინ განაცხადა. მსგავსი, ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის პოვნას შევძლებთ როგორც მედიასაშუალებების ფეისბუკ გვერდზე გადასვლისას, ასევე, მათი პოსტების, ან რეკლამის დანახვისას. მაგალითად, მსგავსი ნიშანი უკვე ჩანს რამდენიმე რუსული, თუ ჩინური მედიასაშუალების შემთხვევაში (Russia Today, ან ჩინური Xinhua). მიმდინარე კვირიდან კი აშშ-ს მოსახლეობა უკვე შეძლებს ფეისბუკის მინიშნების დანახვას. ზაფხულის განმავლობაში კი ეს ფუნქცია გლობალურად ამოქმედდება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გზით, ფეისბუკი ცდილობს მომხმარებელს მედიაწიგნიერებაში დაეხმაროს. ეს კომპანიის მხრიდან ერთგვარი სამართლიანი ნაბიჯიცაა და წვლილიც მედიის განვითარების საკითხში. როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში ვკითხულობთ, ფეისბუკს უნდა დაგვეხმაროს იმის განსაზღვრაში თუ ვინ დგას კონკრეტული მედიასაშუალებისა თუ პროპაგანდისტული ინფორმაციის უკან. მით უფრო, მეტია კომპანიის პასუხისმგებლობა როცა საქმე ფეისბუკ რეკლამას ეხება. Facebook მსგავსი გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციისთვის მთავრობის გავლენის ნიშნის დასმის გარდა, მსგავსი რეკლამების დაბლოკვის საჭიროებასაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ს 2020 წლის ნოემბრერში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მედიასაშუალებების შეფასებისთვის ფეისბუკს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს, მათ შორისაა ნიუსრუმის თანამშრომლებისა და მენეჯმენტის შესახებ ინფორმაცია; მკითხველთა/მაყურებელთა, ან სანდო ორგანიზაციების მხრიდან მედიასაშუალების შეფასება; იმ წყაროების მრავალმხრივობა და მრავალფეროვნება, რომელსაც კონკრეტული მედია ეყრდნობა. მედიასაშუალების მფლობელებისა და მმართველი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

Glovo-სა და RC კოლას უპრეცედენტო დასაქმების პროგრამა დაიწყო

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება!