27
Dec
2019

Messenger-ში, Facebook-ის ანგარიშის გარეშე, ვეღარ შეხვალთ

27 Dec 2019

Alta
Alta


Facebook-მა Messenger-ში ფეისბუკ ანგარიშის გარეშე შესვლის ფუნქცია გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას, ფეისბუკზე დაყრდნობით, VentureBeat ავრცელებს. აქამდე, Messenger-ის, ან Messenger Lite-ის მომხმარებლებს აპლიკაციაში ავტორიზაცია ტელეფონის ნომრის მითითებით შეეძლოთ. Facebook-მა ეს ფუნქცია 2015 წლის ივნისში აამოქმედა, თუმცა, ფეისბუკის დახმარების ცენტრში უკვე ვკითხულობთ, რომ Messenger-ით სარგებლობა, ფეისბუკის ანგარიშის გარეშე, შეუძლებელია.

იმ შემთხვევაშიც, თუ გააუქმებთ ფეისბუკს და დატოვებთ მესენჯერს, როგორც კომუნიკაციის საშუალებას, „თქვენ დაგჭირდებათ შექმნათ ფეისბუკ ანგარიში, იმისათვის, რომ ისარგებლოთ მესენჯერით“.

მართალია, ფეისბუკის მომხმარებელთა უმეტესობა მესენჯერს ფეისბუკ ანგარიშთან მიბმულად იყენებს და ეს ხაზგასმულია სოციალური ქსელის პასუხშიც, რომელიც VentureBeat-მა მიიღო, არსებობს ადამიანთა საკმაო რაოდენობა, რომელიც Messenger-ის აპლიკაციას ფეისბუკ ანგარიშის გარეშე იყენებს. ისინი უკვე ამბობენ, რომ აპლიკაციით სარგებლობისას პრობლემები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკის წარმომადგენლის თქმით, ახალი წესი აისახება მხოლოდ ახალ მომხმარებლებზე, რომლებიც აქამდე ფეისბუკის გარეშე მესენჯერს არ იყენებდნენ.

განხილვა