in

Facebook-მა Messenger-ში ახალი გაფართოებული რეალობის გამოცდილება დანერგა!

ის ამჟამად ვიდეო ზარებსა და Meeting Room-შია ხელმისაწვდომი

veon
veon

Facebook-მა ახალი ფუნქცია Group Effects წარადგინა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, საყვარელ ადამიანებს ახალი და საინტერესო გზებით დაეკონტაქტოთ… კერძოდ, შეძლებთ, Messenger-ში მეგობრებს გაფართოებული რეალობის (AR) ეფექტები გაუზიაროთ.

ვიდეო ზარის მონაწილეები ერთდროულად დაუკავშირდებიან გაფართოებული რეალობის გამოცდილება, რაც შეხვედრებს უფრო სახალისოს და მიმზიდველს გახდის. Group Effects თქვენს გამოსახულებას სხვადასხვა სასურველ ფენას ამატებს, რათა თქვენი ხასიათის შესაბამისად გამოხატოთ საკუთარი თავი.

აქამდე AR ეფექტების გამოყენება მხოლოდ ინდივიდუალურად შეგეძლოთ – მაგალითად, ფოტოების ან ვიდეოების გადაღება. ახლა კი შეგიძლიათ, ჯგუფური ზარის დროს ორმხრივი AR მხარდაჭერით ისარგებლოთ. ასევე, ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ვიდეო ზარისას მულტიმოთამაშიანი თამაშები ითამაშოთ – ასე რომ, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დისტანციური შეხვედრა.

ამჟამად Messenger-ს 70-ზე მეტი ჯგუფური ეფექტის ბიბლიოთეკა აქვს. მათ შორის არის თამაში, რომელშიც თქვენ და თქვენი მეგობრები საუკეთესო ვირტუალური ბურგერის შექმნაში ეჯიბრებით ერთმანეთს. ამ ეტაპზე ეს ეფექტები მესენჯერის ვიდეო ზარებისა და შეხვედრების ოთახისთვისაა ხელმისაწვდომი. ხოლო სამომავლოდ, ამ ფუნქციის Intagram-ზე ამოქმედებაც იგეგმება.

იმისათვის, რომ ჯგუფური ეფექტების გამოყენება შეძლოთ, გახსენით მესენჯერის აპლიკაცია და შეუერთდით ვიდეო ზარს ან შექმენით ოთახი. შეეხეთ “ემოჯის” ხატულას და აირჩიეთ ჯგუფური ეფექტები. შემდეგ კი შესაბამისი დიაპაზონი მიუთითეთ.

ფაქტია, სოციალური გიგანტი საინტერესო კომუნიკაციისთვის უფრო მეტ მახასიათებლებს ქმნის. სწორედ ასე არღვევს ერთფეროვნებას, რომელიც ხშირად თან სდევს სატელეფონო ან ვიდეო ზარებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანი ეყრდნობა ვიდეო ზარებს, რათა საყვარელ ადამიანებთან მეტი სიახლოვე იგრძნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი პირადად ნახვა ვერ ხერხდება.

„აუდის“ მუზეუმის მონახულებით დაწყებული e-tron-ის მოგზაურობა საქართველოში

სალომე ჯანაშვილმა, Kia ევროპის კრეატიული იდეების კონკურსში, 43 ქვეყანას შორის გაიმარჯვა