Facebook-მა, შესაძლოა, მიწერის ფუნქცია თავის მთავარ აპლიკაციაში, Messenger-ის გახსნის გარეშე დააბრუნოს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, კომპანია აღნიშნულ ფუნქციას ტესტავს. ამის შესახებ ინფორმაციას აპლიკაციების მკვლევარი – Jane Manchun Wong ავრცელებს.
აღნიშნული სიახლის, უფრო კი ძველი ფუნქციის დაბრუნების შემდეგ, მომხმარებლებს მიწერის ფუნქციის გამოყენება და სიახლეების ზოლის დათვალიერება მხოლოდ ერთ აპლიკაციში შესვლით შეეძლებათ. ჩატის ღილაკი, რომელიც Facebook-ის აპლიკაციის მარჯვენა ზედა კუთხეშია განთავსებული, აპლიკაციაშივე გახსნის მესიჯების ველს.
https://twitter.com/wongmjane/status/1116557782193299456?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1116557782193299456&ref_url=https%3A%2F%2Fwww.theverge.com%2F2019%2F4%2F12%2F18307443%2Ffacebook-messenger-app-integration-manchun-wong-standalone
Messenger, როგორც ცალკე აპლიკაცია, 2014 წელს შეიქმნა. The Verge-ის ინფორმაციით, მიუხედავად, მიწერის ფუნქციის ძირითად აპლიკაციაში დაბრუნებისა, Facebook Messenger ფუნქციონირებას განაგრძობს.