Facebook Messenger-ის განცხადებით, ის დაეხმარება სამთავრობო ჯანდაცვის ორგანიზაციებს მოქალაქეების ინფორმირებაში. უფრო კონკრეტულად, იდეა მოიცავს მესენჯერის დეველოპერების უსასყიდლო დახმარებით, ისეთი პროგრამების, ბოტებისა თუ აპლიკაციების შექმნას, რომლთაც მოსახლეობისთვის უტყუარი ინფორმირმაციის მიწოდება მოხდება. (მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს ამ დახმარების მიღება). არგენტინის ჯანმრთელობის სამინისტრო პირველია, რომელმაც Messenger-ის გამოცდილება ამ კუთხით გამოიყენა. მათ შექმნეს Botmaker.com – პლატფორმა, სადაც ახალი ბოტი უნდა აეწყოს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით, 24 საათის განმავლობაში შეძლებს სწრაფ და სანდო კომუნიკაციას მომხმარებელთან.

ფეისბუკის თქმით, არგენტინის გარდა, UNICEF და პაკისტანის ჯანმრთელობის სამინისტრო უკვე იყენებენ მის დახმარებას COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების კუთხით. გარდა ამისა, ფეისბუკი იწყებს ჰაკათონს დეველოპერებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათგან COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ტექნოლოგიურ გზებს ელოდება.